Isabel Marant SPRING 2019 RTW

Published: 28/09/2018 Views: 465


იზაბელ მარანის
2019 წლის საზაფხულო კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
შედგა, ფრანგი დიზაინერი მუდამ გამოირჩეოდა ბოჰემური სტილით და ხშირად იღებდა შთაგონებას სხვადასხვა ეთნიკური სამოსიდან, სწორედ კულტურული მოგზაურობები გახდა მრავალი დიზაინერის ინსპირაციის წყარო ამ სეზონზე, მარანი კი ამ თემატიკის დამუშავებაში პიონერია და ინარჩუნებს ხელწერას, რაც მოდის მიმდევრებს და ბრენდის დიდი ხნის მოყვარულებს ძალზედ ახარებთ, თუმცა დიდ სიახლეს არ სთავაზობს. ბოჰემურ-შიკთან ერთად დიზაინერმა კოლექციას და ჩვენებას დისკო ელვარება შესძინა. პოდიუმზე ვიხილეთ მარანის-ეული თვლებით მოჭედილი ქურთუკები, ფოჩებიანი სამოსი, ჯინსები პაჩებით, ჩაჩაჩული ფეხსაცმელი, ვერცხლიფერი შორტები და მბზინავი ძაფით ნაქსოვი ჯემპერები, ასევე კომბინიზონები და ფართო შარვლები აღმოსავლურ სტილში.




პოდიუმის ვერცხლის ფარდა გაარღვიეს მოდელებმა: კაია გერბერი, ანა ევერსი, კეტრინ მაკნილი, ნატაშა პოლი... ვიზაჟზე L’Oréal-ის გუნდმა იზრუნა, რომელთან იდეალურად გადმოსცეს პარიზელი ქალის მაკიაჟი - ძალდაუტანებელი იმიჯი, ბუნებრივი და თითქოს ცოტაც დაუსრულებელი.

Isabel Marant
SPRING 2019 READY-TO-WEAR