NY კვირეულის რეალური ქალბატონები

Published: 28/09/2018 Views: 1 201


დღეს მცირედად არაორდინალურ პუბლიკაციას წარმოგიდგენთ: ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა, თუმცა არა საუკეთესოდ.. და არა არც ყველაზე უგემოვნოდ შემოსილნი. აღნიშნული ფოტოების სელექცია მოდის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტების, რედაქტორების, ბაიერების, მოდელების და უბრალოდ მოდის მიმდევართა სტილს ასახავს, რომლებიც სამუშაო გრაფიკით მიემართებოდნენ ჩვენებებზე, მათი ამ დღის ჩაცმულობა სავარაუდოდ არ მოხვდებოდა ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში, თუმცა რეალურად შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ უმეტესობას არ მოსავს თავიდან ბოლომდე ბრენდული ძვირადღირებული სამოსი, არც რომელიმე მოდის სახლს წარმოადგენენ. ისინი უბრალოდ წარმოაჩენენ თავიანთ სტილს, მისდევენ მოდას რამდენიმე ტრენდული ნივთით და გათვალეს, რომ ეს ყველაფერი კომფორტულად მოერგოთ დატვირთულ და წვიმიან ნიუ იორკში: ნიუ იორკის მოდის კვირეულის რეალური სტუმრები.





სხვა ცნობილი პერსონების ლუქს-კლასის ბრენდებით დაკომპლექტებულ გლამურულ ფოტოებს კი უკვე უხვად შეხვდებოდით ინტერნეტში. ამ ფოტოებშიც ამოიცნობთ რამდენიმე ცნობილ მოდურ ბლოგერს, რომლებიც სხვა დღეებში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, თუმცა რთულია შეინარჩუნო ასეთი შემართება მთელი კვირის განმავლობაში. ამიტომ, ნუ შევაფასებთ გადაჭარბებით ამ მშვენიერი ქალბატონების შესაძლებლობებს და არ დავკარგოთ რეალობის აღქმის უნარი.