წყალზე მოელვარე კოლექცია - Saint Laurent SS 2019 კვლავ ეიფელის კოშკის ფონზე

Published: 29/09/2018 Views: 419


რთულია წარმოიდგინოთ უფრო მეტად "ფრანგული" რამ მოდაში, ვიდრე ღამით, ეიფელის კოშკთან ჩატარებული გრანდიოზული შოუ.


Saint Laurent Spring 2019 RTW



Saint Laurent
-ის კრეატიულმა დირექტორმა, ენტონი ვაკარელომ შოუ საფრანგეთის დედალაქის სიმბოლოსთან უკვე მეორეჯერ ჩაატარა, ოღონდ ამჯერად, მოდელებს ექსტრემალური პირობები შეუქმნა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით წყლის ზედაპირზე ატარა. ბრენდის ახალი გლამურული კოლექცია, რა თქმა უნდა მოკლებულია ვულგალურობას და დახვეწილობის უმაღლეს დონეს აღწევს.




დიზაინერმა მისი წინამორბედის, ედი სლიმანის მიერ დამკვიდრებული მეამბოხე სული განავითარა, რომელმაც მოდის სახლს განსაკუთრებული ესთეტიკის და როკის ხასიათი შეუქმნა. ამას დამატებული სექსუალურობა და მგრძნობელობა კი უკვე გახდა ვაკარელოს პირადი სავიზიტო ბარათი.




ახალ შოუში - მრავალფეროვან სმოკინგებს ვხვდებით, რომელიც 1966 წელს თავად ივ სენ ლორანმა წარმოადგინა. მაშინ დიზაინერის ნაბიჯმა სკანდალის პროვოცირება მოახდინა, რადგანაც ქალი მამაკაცის კოსტიუმში ზედმეტად ეპატაჟურად გამოიყურებოდა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბრენდის საკულტო სმოკინგი ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილია. ახალ კოლექციაში დიზაინერი მოცულობით ჟაკეტებს შორტებს და კორსეტის ფორმის შარვლებს უხამებს. გაფორმებული მძივებით, ნაკერებითა და აპლიკაციებით - თანამედროვე ქალბატონის სასურველი სამოსია. ვაკარელოს ინტერპრეტაცია მგრძნობიარე, ღირსეული და სექსუალური აღმოჩნდა.




Saint Laurent Spring Summer 2019
Womenswear and Menswear Collection
Runway Fashion Show






წყალზე მოელვარე კოლექცია - Saint Laurent SS 2019 კვლავ ეიფელის კოშკის ფონზე