Balenciaga SS19: რას ჩავიცმევთ როცა მსოფლიოს კომპიუტერები დაიპყრობენ

Published: 30/09/2018 Views: 1 160


დემნა გვასალია მოდის საზოგადოების პროვოცირებას განაგრძობს და ხანდახან ამას აბსურდული სამოსითაც ახერხებს. დემნასგან უკვე აღარაფერია გასაკვირი და პარიზის მოდის კვირეულზე მის მორიგ შოუს მოდის ინდუსტრიის მთელი სამყარო მოუთმენლად ელის. ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა, Balenciaga 2019 წლის გააფხული-ზაფხულის კოლექცია შედარებით ლაკონური ყოფილიყო. დემნამ მოწვეული სტუმრები "ვირტუალურ რეალობაში" გააერთიანა და კომპიუტერული პროგრამების კოდებსა და გამოსახულებებს შორის "ბალენსიაგას" კიდევ ერთი აღზევება ვიხილეთ.




დიზაინერმა მოდელები და მაყურებელი უზარმაზარი ეკრანებით გადანათებულ გვირაბში მოათავსა.
ფერები თითოეული მოდელის გამოსვლასთან ერთად იცვლებოდა ჩვენების სივრცეში, როგორც ერთი კომპიუტერის ეკრანი. ახალი კოლექცია სხვადასხვა ფერის პალტოებს, კაბებს, მკაცრ პერანგებს, საშუალო სიგრძის ატლასისა და ჯინსის ქვედაბოლოებს, Microsoft-ის შრიფტით მორთულ კაბებს მოიცავს. დემნა წარმოგვიდგენს მომავალს, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება კომპიუტერის ძალაუფლებაში მოექცევა. დიზაინერმა კოლექცია ჩვეული დეტალებისგან გაანთავისუფლა და კონტრასტი მაშინვე შესამჩნევი გახდა. თითქოს, ვირტუალურ ცხოვრებაში მოდური ექსპერიმენტები და რეალური პიროვნებები აღარავის სჭირდება.




BALENCIAGA
Spring summer 2019 RTW


Balenciaga SS19: რას ჩავიცმევთ როცა მსოფლიოს კომპიუტერები დაიპყრობენ
















დეტალები და აქსესუარები