მომავალი სეზონის ყველაზე ელეგანტური კაბები - Valentino SS 2019

Published: 01/10/2018 Views: 779
მომავალი სეზონის ყველაზე ელეგანტური კაბები - Valentino SS 2019


ვირტუოზი პიერპაოლო პიკოლი ქალურობასა და ელეგანტურობას მუდამ პომპეზურად წარმოადგენს. ვალენტინოს კრეატიულ დირექტორს ლეოპარდის პრინტი, ტყავის პალტოები, ugly-ბოტასები ნაკლებად ხიბლავს, რომლებსაც მოდის დედაქალაქებში ჩვენებიდან ჩვენებამდე ვხვდებით. დიზაინერის თითოეული კოლექცია აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ მოდის სახლის მომხმარებლების აღტაცებას ყველა მათგანი ახერხებს. რატომ უყვართ ეს ბრენდი? - გამოკვეთილი პოლიტიკის გამო, Valentino-ს მუზა ყოველთვის ჩამოყალიბებული და სათანადოდ განსაზღვრულია.




ახალი სეზონის თემა შემოქმედებითი თავისუფლებაა. კავშირს დიზაინერი მეოცე საუკუნის მხატვრებთან ეძებდა.
ჩვენება შავმა კაბებმა გახსნა - რაც გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის უჩვეულოა.



პიკოლისთვის მთავარი ფერი - ეს ყველა ფერია. მონოქრომულ სამოსში პირველ პლანზე არა პალიტრა, არამედ ფორმების თამაში გამოდის. მრავალიარუსიანი კაბები, შავი სმოკინგი, მინი ქვედაბოლოები, დეკორატიული ბუმბულები, თავისუფალი მაისურები და ფართო კაბები.... ერთი ფერიდან დიზაინერი ვარდისფერსა და ალისფერზე გადადის, რაც დიდიხანია ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.



სილამაზის კუთხით მბრწყინავმა მაკიაჟმა დიდი ყურადღება მიიქცია.
შავი ხავერდისა და წითელი ატლასის მოკავშირეები არა სუფთა მბრწყინავი კანი, არამედ ნათელი მაკიაჟი გადა. ვიზაჟისტებმა ბრჭყვიალები ტუჩებზე, ლოყებსა და წარბებზე წარმოგვიდგინეს. ისწავლეთ მათი კაბებთან შერწყმა: ჩაიცვით კრემისფერი ან შავი აბრეშუმი და წაისვით ტუჩებზე წითელი ბრჭყვიალები. თუ ფერად პრინტს აირჩევთ, მაშინ smoky eyes სამოსის მთავარი ფერის წარმოჩენით.



Valentino Spring Summer 2019