JACQUEMUS ზაფხული ფრანგულ რივიერაზე

Published: 01/10/2018 Views: 526
JACQUEMUS ზაფხული ფრანგულ რივიერაზე თანამედროვეობის "ყველაზე ფრანგი დიზაინერი" ჟაკომუსი არ კარგავს რეალობის შეგრძნებას და უბრალოებას, დიზაინერმა 2019 წლის ზაფხულის ready-to-wear კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც მგრძნობიარედ და თავდაჯერებით იხდენს მისი ქალი.

სიმონ პორტ ჟაკომუსი რომ რივიერაზე გატარებულმა უსასრულო ზაფხულმა შთააგონა, ეს მისმა ინსტაგრამ მიმდევრებმა ცხადად იცოდნენ. JACQUEMUS ჩვენებას განსაკუთრებით ელოდა მოდური-ელიტა. ჭეშმარიტი პარიზის მთავარ ჰედლაინერადაც სწორედ დიორის და ჟაკომუსის ჩვენებები დაასახელეს, რომლებიც მართალია რადიკალურად განსხვავდებოდნენ, როგორც ინ და იანი, თუმცა სრულად მოიცვეს მოდის მიმდევართა ინტერესი.

JACQUEMUS SPRING/SUMMER 2019
Paris fashion week

პოდიუმზე ვიხილეთ მოდელები სტელა მაქსველი, ედი კემპბელი, ბლანკა პადილა, სინდი ბრუნა... სტუმრების შორისაც უმრავლესობა ჟაკომუსის მიმდინარე კოლექციით შემოსილი იწონებდა თავს, საერთო ჯამშიც პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე გამორჩეულ ქალბატონებს Jacquemus-ის სამოსი და აქსესუარები ამშვენებდათ.







დეტალები და კადრები ბექსთეიჯიდან