Off-White სპორტულ-გლამურული მარათონი spring 2019

Published: 01/10/2018 Views: 1 126


Off-White თანაბრად პოპულარული და ატაცებული-hype ბრენდია როგორ ამერიკაში ასევე ევროპაში. პარიზის მოდის კვირეულზე ვირჯილ აბლომ სპორტული მარათონის ტიპის ჩვენება მოაწყო, რომელიც ბელა ჰადიდმა, კენდალ ჯენერმა და კაია გერბერმა გახსნეს. ამ თაობის სუპერმოდელებთან ერთად პოდიუმზე ვიხილეთ პროფესიონალი ათლეტები, თითოეული მოდელის გამოჩენისას ტაბლოზე მათი სახელები და ნაციონალობა იწერებოდა, როგორც ნამდვილი სპორტსმენების.






დიზაინერმა კოლექციას Track and Field უწოდა და განმარტა, რომ ეს ის ზონაა, საიდანაც იწყებ ასპარეზობას საკუთარი ინტერესები და მიღწევებისთვის. მას კარგად ესმის, რომ სამოსი სამოსზე მეტია, მაგრამ სამოსი ცალკე არაფერია. ვირჯილი Off-White-ს აღწერს როგორც ესთეტიურ შედევრს, რომელსაც ღებულობს სავსებით არათავსებადი მატერიების და იდეების კომბინაციით. აღნიშნული კოლექცია გლამურის ინექციებით გაჯერებულ Off-White და Nike-ის კოლაბორაციას წარმოადგენს.

Off-White
SPRING 2019 READY-TO-WEAR