მინიმალისტური დიდებულება: Stella Mccartney SS19

Published: 01/10/2018 Views: 193
მინიმალისტური დიდებულება: Stella Mccartney SS19


მომავალი გაზაფხული ცხელი და მშვიდი იქნება - მსგავს პროგნოზს სტელა მაკარტნი გვპირდება. არანაირი მყვირალა ფერები და ღია სამოსი - ეს მის სტილში სრულიად არაა. ინგლისელი დიზაინერი სანაპიროზეც კი კოსტიუმებში, შიფონის კაბებსა და ჯინსებში გვიშვებს. ირონიულია, რომ მსგავსი მინიმალისტური კოლექციისთვის ეპოქის ყველაზე ღირსშესანიშნავი სასახლე - გარნიეს საოპერო თეატრი შეირჩა.

მინიმალისტური დიდებულება: Stella Mccartney



ნაზი ატმისფერი და გაცრეცილი ღიღილოსფერი - ახალ სეზონზე სტელა მაკარტნი საზოგადოების წინაშე ნატურალური ტონალობებით წარსდგა. დიდი ზომის კოსტიუმები, მაქმანით მორთული ტოპები და თავისუფალი შარვლები... დიზაინერს საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონდა - პასტელურ პალიტრაში წინა პლანზე ფაქტურები და ფორმები გამოდის.



საზღვაო სანაპიროზე დასვენებას და მოკაშკაშე მზეს ყველაფერი გვახსენებს: კაბები მზე-ქვედაბოლოებით, ფართო ჩანთები და დაპრინტული სპორტული შორტები.




Stella McCartney Spring
Summer 2019 RTW