ტინა კუნაკის შთამბეჭდავი ლუქები

Published: 02/10/2018 Views: 1 107


ვენსანის ახალი მუზა:
ტინა კუნაკის შთამბეჭდავი ლუქები


2018, 24 აგვისტოს ვენსან კასელი მეორეჯერ დაქორწინდა - მსახიობის რჩეული 21 წლის მოდელი ტინა კუნაკია. ქორწილის გარშემო ატეხილი კამათი დღემდე არ წყდება, მიზეზი არც ისე ცოტაა: ასაკში 30 წლიანი სხვაობა და ვენსანის ყოფილი ცოლი მონიკა ბელუჩი, რომელიც მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანისთვისაა ქალის ეტალონი. წარმოგიდგენთ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი სექს-სიმბოლოს გულის დამპყრობელ გოგონას, ტინა კუნაკის ჩაცმულობას



ტინა ფრანგი მოდელია, მას მონაწილეობა მიუღია ცნობილი დიზაინერების რამდენიმე ჩვენებაში, თუმცა ყურადღების ქვეშ ვენსანთან რომანის შემდგომ მოექცა. წყვილმა ერთმანეთი 2 წლის წინ იბიცას სანაპიროზე გაიცნეს. ტინა ამბობს, რომ ის გაიზარდა საფრანგეთში, ტულუზაში სოფლის ტიპის დასახლებაში სადაც ტელევიზორთან წვდომა არ ქონდა, კინოში კი საერთოდაც არ დადიოდა. მამამისი მოროკოდანაა (წარმოშობით ტონგოდან), დედა კი სიცილიელია. მოდელი ამბობს, რომ სანამ პაპარაცები გამოიჩენდნენ ამხელა ინტერესს მათი წყვილის გარშემო, საერთოდაც არ იცოდა რა მნიშვნელობის მსახიობი გახლდათ 50 წლის ვენსანი.



მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელმა კი 14 წლიანი ქორწინება 2013 წელს დაასრულა. წყვილი ბრაზილიაში დარჩა განქორწინების შემდეგაც, შვილების გამო მათ სხვადასხვა, თუმცა მეზობელ ქალაქებში ცხოვრება გადაწყვიტეს. ცნობილია, რომ ვენსანსაც დიდად უყვარს რიო დე ჟანეირო, პრესა ელოდება მოგზაურობის შემდგომ თუ სად დაიდებენ ბინას ახალდაქორწინებულები.

ქორწილში ტინამ კლასიკური სტილის კაბა და მინიმალური რაოდენობის აქსესუარი შეარჩია. მან არც ტრადიციული ფატა მოირგო და მხოლოდ ყვავილების თაიგულით შემოიფარგლა.



ქორწილის შემდგომი წვეულებისთვის კი უბრალო თეთრი კაბა შეარჩია.



მოდელს ფერების შეხამება უყვარს და მონოქრომატული იმიჯით იშვიათად გვევლინება



წითელი ხალიჩისა და საღამოს წვეულებებისთვის ტინა ისეთ კაბებს ირჩევს, რომლებიც მის ქალურ ფორმებს გამოკვეთს




პასტელური გამა გოგონას კანის ფერს საუცხოოდ ერგება



საშემოდგომო იმიჯი, რომელიც შეგვიძლია გავიმეოროთ



თეთრი პერანგი შესაძლოა სულაც არ იყოს მოსაწყენი თუ მას ორიგინალურ ქვედაბოლოს შევუხამებთ



კუნაკი ულტრამოდურ სამოსსაც ირგებს



ფერადი ბეწვის სამოსი რიანას მსგავსად, ტინასაც უყვარს



საერთო გამოსვლისთვის ცოლ-ქმარმა შეთანხმებული ფერთა გამა არჩია



მთლიანად ჯინსის ლუქი შავ სვიტრსა და ფეხსაცმელებს უხდება



Best Looks




თუმცა ტინას სტილს საუკეთესოდ მისი ინსტაგრამ ფოტოები გადმოსცემს. საიდანაც ვხედავთ რომ გოგონას მთავარი მოწოდება: სანაპიროზე ცხოვრებაა




ფოტოზე ვენსანის ქალიშვილები
Two divine long n’ lean creatures I just can’t live without....