Chloé დეტალებში: საუკეთესო აქსესუარები ახალი კოლექციიდან

Published: 02/10/2018 Views: 495
Chloé დეტალებში: საუკეთესო აქსესუარები ახალი კოლექციიდან


Chloé Spring Summer 2019

ახალ სეზონზე ბრენდმა აქცენტი მასიურ აქსესუარებსა და ტყავის ჩანთებზე გააკეთა და ნებისმიერი ქალბატონის გემოვნება გაითვალისწინა.

Chloé-ს ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა ნატაშა რემზი-ლევიმ პირველად წარმოადგინა, რომელიც ადრე Balenciaga-სთან და Louis Vuitton-თან თანამშრომლობდა. ფრანგულ სახლში ცვლილებები ყოველთვის დრამის და სკანდალების გარეშე ხორციელდებოდა - ეს ბრენდის სპეციფიკასაც უსვამს ხაზს, Chloé-ს კურსი არა ეპატაჟზე, არამედ ქალის ბუნებრიობაზე აქვს აღებული.



დიზაინერმა კოლექცია ერთმანეთის მსგავსი პრინტებით გააერთიანა, რომლებიც ყველგან გვხვდება: ტოპებსა და პერანგებზე, თავისუფალ ქვედაბოლოებზე, გრძელ კაბებზე, შორტებსა და კომბინიზონებზე. ამ ფერადი რევოლუციის ფონზე მარტივი სილუეტები და 70-იანი წლების ბოჰემური სტილი გვჭრის თვალს. რა მთავარია, მასშტაბური აქსესუარები ყველგან და ყველაფერთან ერთად.



დიდი საყურეები



ბეჭდები



ყელსაბამები



ნათელი ფეხსაცმელები



მინიატურული ჩანთები



სამაჯურები



Chloé SS 2019