ფუტურიზმი და უტოპიური პრინტები - Louis Vuitton SS 2019

Published: 03/10/2018 Views: 406


ნიკოლა გასკიერის Louis Vuitton-ისთვის ჩატარებულმა მეცნიერულ-ფანტასტიკურმა ექსპერიმენტმა თანამედროვე ტენდეციებით, სიმბოლურად დაასრულა ოთხივე ქალაქის მოდური მარათონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში!

Louis Vuitton SS 2019
ფუტურიზმი და უტოპიური პრინტები





იმ დროს როცა, წამყვანი ბრენდები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში წარსულის ტრენდებს აბრუნებდნენ, ნიკოლა გასკიერმა მოგზაურობა გალაქტიკურ სამყაროში გადაწყვიტა და მაყურებელმა 100 წლით წინ, მომავალში გადაინაცვლა. ლუი ვიტონის 2019 წლის ზაფხულის კოლექცია მოიცავს სამოსს, რომელიც შემდგომ სულ სხვა აზრის მატარებელი იქნება. დიზაინერის ცნობილ ფუტურისტულ სპორტულ ფეხსაცმელს ტყავის ჩექმები ჩაენაცვლა.




ჩვენს რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის კავშირს დიზაინერი ფორმებითა და ფოტოპრინტებით ამყარებს. სახელოებზე გაკეთებული ნაკეცები კოსმონავტის სკაფანდრს მოგაგონებთ. მაღალტექნოლოგიური ქსოვილები კოსმოსისთვის დამახასიათებელი დეტალებით სავსეა. მოკლედ, Louis Vuitton-ის ახალი კოლექციით ტელეპორტაციას ან პარალელურ სამყაროებში მოხვედრას თვისუფლად შეძლებთ!




Louis Vuitton Spring Summer 2019