ჯენიფერ ლოურენსი Dior Cruise 2019 სარეკლამო კამპანიაში

Published: 03/10/2018 Views: 648


ჰოლივუდური კინოს ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსი "დიორმა" ახალ სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. 2019 წლის საკრუიზო კოლექციაში ბრენდის სახე მშვიდი, თავშეკავებული და ელეგანტურია. 28 წლის მსახიობი ცხენოსანი ქალბატონის იმიჯით გვევლინება. ფოტოების ავტორი ვივიენ სასენია.

Dior Cruise 2019
ჯენიფერ ლოურენსი ახალ სარეკლამო კამპანიაში
კადრები ულისებს მიღმა




თავად კოლექცია ძალიან ნაზი და ქალურია. მექსიკური როდეოს მონაწილეებით შთაგონებულმა მარია გრაცია კიურიმ ახალი ჩანთა Saddle წარმოადგინა, რომელიც უკვე ქუჩის მოდის აუცილებელი ატრიბუტია. ფართო კაბები, ვეფხვის პრინტის პალტოები და სხვა ტყავის აქსესუარები კამპანიის შემადგენელი ნაწილებია.



"მიზეზი რატომაც ეს პერსონაჟი მომწონს, ის მამაკაცის საქმით, როდეოთია დაკავებული და ამას ძალიან ქალურად და ლამაზი ტრადიციული კაბით მოსილი აკეთებს." - განაცხადა კიურიმ.