"გამოსავალს ვერ ვხედავდი" - ჟიზელ ბიუნდჰენი გამოტყდა, რომ სუიციდზე ფიქრობდა

Published: 04/10/2018 Views: 10 083
"გამოსავალს ვერ ვხედავდი" - ჟიზელ ბიუნდჰენი გამოტყდა, რომ სუიციდზე ფიქრობდა


ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვარსკვლავური ცხოვრება ყოველთვის უზრუნველია. მაგრამ ცნობილი ადამიანები ამ მითის დანგრევას ცდილობენ და წარმატების მიღწევის ფასზე ღიად საუბრობენ. როგორც სჩანს, ჟიზელ ბიუნდჰენი სიცოცხლის დასრულებას თვითმკვლელობით გეგმავდა. ამის შესახებ მან თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში "გაკვეთილები: ჩემი გზა ცხოვრების გაანალიზებისკენ"(Lessons: My Path to a Meaningful Life) დაწერა.




15 წლის ასაკში, როცა ჟიზელის კარიერა მწვერვალისკენ განვითარებას იწყებდა, გოგონამ პანიკური შეტევა გადაიტანა, რომელიც თვითმფრინავში ტურბულენტობამ გამოიწვია. ამის შემდეგ, შიშები რეგულარულად აწუხებდა.

"მეჩვენებოდა, რომ გარშემო ყველაფერს ჩემი სიკვდილი სურდა. თავდაპირველად თვითმფრინავები, შემდეგ ლიფტები. ამას მოყვა გვირაბები, ავტომობილები, სამოდელო სტუდიები და სასტუმროები. საბოლოოდ ჩემი საკუთარი სახლიც კი სიკვდილისთვის განმაწყობდა" - იხსენებს ჟიზელი.



ფოტოები ბრაზილიური Vogue-ს ოქტომბრის ნომრიდან

მას ეჩვენებოდა, რომ სამყარო იმსხვრეოდა.

"ყველაფერი გისოსებად იქცა, მე კი ცხოველად, რომელიც მის უკან იყო დამწყვდეული და ვეღარ სუნთქავდა. გამოსავალს ვერ ვხედავდი" - წერს ბიუნდჰენი.


მალე ლამაზმანმა სიკვდილზე ფიქრი დაიწყო.

"იდეამ შემიპყრო: იქნებ მომეშვას, თუ უბრალოდ გადავხტები? ყველაფერი მორჩება, მე შემიძლია ამ ყველაფრის დატოვება." - იხსენებს ჟიზელი.


საბოლოოდ, ექიმების და ცხოვრების სწორი სტილის წყალობით, მოდელი გამოჯანმრთელდა.

"რომ შემეძლოს, საკუთარ თავს 23 წლის ასაკში ვეტყოდი, რომ ყველაფერი დალაგდება და ნამდვილი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს!"




ჟიზელი ტომ ბრედისთან ურთერთობის მძიმე პერიოდსაც იხსენებს, როცა შეყვარებულებმა შეხვედრები დაიწყეს, სპორტსმენი გამოტყდა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული მისგან შვილს ელოდებოდა.

"ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის თავზე ტომმა მითხრა, რომ მისი ყოფილი გოგონა ორსულად იყო. მეორე დღეს ეს ამბავი საინფორმაციო გამოცემებში ვნახე და მომეჩვენა, რომ სამყარო ამოტრიალდა" - იხსენებს სუპერმოდელი.




დედასთან ერთად

საქმე ბრიჯიტ მოინაჰანს ეხება, რომელსაც ბრედი 2004-2006 წლებში წვდებოდა. წყვილი დაშორდა მაშინ, როცა ტომმა ჟიზელი გაიცნო. 2007 წელს, ბრიჯიტმა ვაჟიშვილი ჯეკი გააჩნა.

მართალია საჯარო სკანდალის გადატანა ჟიზელისთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ ეს გამოცდილება მას ტომთან ურთიერთობაში სასარგებლოდ გამოადგა. მოდელი ყვება, რომ ჯეკის წყალობით სამყაროზე შეხედულებები შეეცვალა და თავი ახლებურად შეიცნო.

"მსურდა ჯეკის და ტომის გვერდით ვყოფილიყავი და გამეკეთებინა ყველაფერი, რაც მათ შორის ახლო ურთიერთობას ჩამოაყალიბებდა." - წერს მოდელი.




ჟიზელი ასევე ყვება, რომ სწორედ ჯეკმა შთააგონა წყვილს საერთო შვილები ჰყოლოდათ. ბენჟამინი ახლა 8 წლისაა, ხოლო ვივიენი 5-ის. ჯეკს კი ჟიზელი "ბონუს შვილს" უწოდებს და ისეთივე მშობლიურად მიიჩნევს, როგორც საკუთარ შვილებს.



წიგნში ჟიზელი მაქქუინში თავის დებიუტსაც იხსენებს, მაშინ 18 წლის იყო და მსოფლიო პოდიუმზე ახალბედა სახეს წარმოადგენდა. "ჩემი პირველი საერთაშორისო შოუ იყო და არ ვიცოდი რა მოლოდინები მქონოდა" - იხსენებს 28 წლის მოდელი. ის სამი იმიჯის წარდგენისთვის დაიქირავეს. პირველი ორი სამოსი უპრობლემოდ მოირგო, მაგრამ მესამე შოუზე მხოლოდ ქვედაბოლოს ტარება მოსთხოვეს. მას პოდიუმზე წელსზევით შიშველს უნდა გაევლო.

"ტირილი დავიწყე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვფიქრობდი როგორი იმედგაცრუებულები და შერცხვენილები იქნებოდნენ ჩემი მშობლები. ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, მაგრამ არ გამომდიოდა. შავმა ტუშმა ჩამოღვენთვა დაიწყო..."




"გარედან ყველაფერი იდეალური ჩანს, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რეალურად რა ხდება შიგნით. ვიგრძენი, რომ დრო იყო, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა, დამეწერა ყველაფერზე, რაც ცხოვრებაში გადავიტანე. არაფერს შევცვლიდი, რადგანაც ვფიქრობ მე სწორედ ამ გამოცდილებებმა შემქმნა ისეთი, როგორიც ახლა ვარ."