მოდური თუმცა უბრალო - დაკოტა ჯონსონის ჩაცმის სტილი

Published: 06/10/2018 Views: 1 141
მოდური თუმცა უბრალო - დაკოტა ჯონსონის ჩაცმის სტილი

29-ე დაბადების დღეზე გადავხედოთ მსახიობის სტილს, რომელიც უბრალოებით გვხიბლავს

"გრეის 50 ელფერამდე" მელანი გრიფიტისა და დონ ჯონსონის ქალიშვილის ნიჭიერების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. თუმცა, ახლა ვარსკვლავი ბევრი დიზაინერის ფავორიტია და ცნობილი მოდური გამოცემების გარეკნებზე რეგულარულად ჩნდება. თავად დაკოტა საკუთარი ნამუშევრებით ამაყია: "რაც უფრო მეტს ვიმუშავებ, მით უფრო მეტი ადამიანი დაინახავს თუ რამდენად განსხვავებული რამის კეთება შემიძლია. რა თქმა უნდა, ვერ დავმალავ იმ ფაქტს, რომ გრეიმ კარი გამიხნა, ჩემს სახელს უკვე ყველგან ვხვდებოდი".

მოდური თუმცა უბრალო
დაკოტა ჯონსონის ჩაცმის სტილი




საღამოს წვეულებებსა და წითელ ხალიჩაზე დაკოტას მიმზიდველი კაბებით, სპეციალურად შერჩეული ვარცხნილობითა და მაკიაჟით იხილავთ, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯონსონი მაქსიმალურად უბრალოდ იცვამს. სწორედ ამიტომაა მისი სტილი საცნობი და მისაბაძი.



უბრალო ჯინსები მაღალი წელით, პერანგები, ჰუდები, ლაკონიური კაბები, მამაკაცის პიჯაკები. ყველა მის მოკრძალებულ კომპლექტშია მთავარი მახასიათებელი დეტალი: Gucci-ს ფეხსაცმელები, ugly shoes, ჩანთები უკანასკნელი კოლექციებიდან, რომლებსაც მაღაზიებში ჯერ ვერ ნახავთ და სხვა მიმდინარე ტრენდები - ეს არის დაკოტას უნიკალური სტილის საიდუმლო.



საკუთარ გმირსაც კი მინიმალიზმის სიყვარული ჩაუნერგა. გახსოვთ ყვითელი სადა საცურაო კოსტიუმი? ეს დაკოტა არაა, ეს ანასტასიაა.



ზოგადად, ჯონსონი მრავალფეროვნებას არ მიმართავს, მისი ნივთების ჩამოთვლისთვის ერთი ხელის თითები გეყოფათ და სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. "გათავისუფლდით იმისგან, რაც სულ ბოლოს ჩაიცვით" - ამბობდა კოკო შანელი, მართალია ის აქსესუარებს გულისხმობდა, თუმცა დღეს ამ ფრაზის გამოყენება სამოსზე შეგვიძლია.