Elie Saab-ის ახალი საქორწილო კოლექცია

Published: 06/10/2018 Views: 922
Elie Saab-ის ახალი საქორწილო კოლექცია

Fall/Winter 19/20
Elie Saab Bridal

ცნობილმა ლიბანელმა დიზაინერმა მომავალი წლის საშემოდგომო კოლექცია წარმოადგინა, რომელიც როგორც ბრენდს სჩვევია, ნატიფ და ელეგანტურ საქორწილო კაბებს აერთიანებს. Elie Saab-ის საქორწილო კაბების უკან ყოველთვის თავდაუზოგავი შრომა იმალება და ეს შემდგომ კაბის თითეულ დეტალში იგრძნობა. ხანდახან მათ შექმნაზე 150 საათი იხარჯება, საიდანაც 70-ს ნაქარგებზე მუშაობის პროცესი იკავებს. ვარსკვლავები თუ რიგითი ადამიანები მის კაბებში დაქორწინებაზე ოცნებობენ. ამ ზაფხულს საკურთხეველთან ელი სააბის კაბით მსახიობი ჰილარი სვონკი მივიდა.



ახალ კოლექციაში ნაქარგს კვლავ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთი კაბა კი დამატებით კრისტალებითა და მარგალიტებითაა გაფორმებული.