როზი ჰანტინგტონი: "ქუჩაში მაკიაჟის გარეშე არ გავდივარ"

Published: 06/10/2018 Views: 1 217
როზი ჰანტინგტონი: "ქუჩაში მაკიაჟის გარეშე არ გავდივარ"


როზი ჰანტინგტონ-უაითლი
მოდელი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს


მოდელების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ატარებს, რადგანაც ხშირ გადაღებებზე ეს ისედაც უწევთ. მაგრამ, როზი ჰანტინგტონი მათ რიცხვში არ შედის. ამ წელს, როზიმ საკუთარი სილამაზის საიტიც კი შექმნა.

ყოველთვის მისვია მაკიაჟი თუ სახლში არ ვარ. მაგრამ, თავისუფალ დროს მსუბუქ პროდუქტებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგანაც მუშაობისას ისეთ საშუალებების გამოყენება მიწევს, რომეიც შესაძლოა კანზე ნეგატიურად აისახოს. დიდ ყურადღებას ვაქცევ კანის მოვლას - გამოტყდა მოდელი




ჩემი აუცილებელი მინიმუმია: მინერალური პუდრა, საშუალება წარბებისთვის და ჩრდილი ლოყებისთვის. თავდაპირველად ცოტაოდენ კონსილერს ვისვამ, შემდეგ პუდრას - ადრე მეგონა, რომ კანი მისი მეშვეობით არაბუნებრივი ან მშრალი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ის ბრწყინავს ისე, როგორც არასდროს. ყოველთვის ვატარებ პუდრას ჩანთით.




ყოველთვის ვაფორმებ წარბებს - გამოტოვებულ ადგილებს წვრილი ფანქრით ვავსებ და მსუბუქ ელფერს ვაძლევ




წითელი ჩრდილები და ბრონზერი ჩემი მაკიაჟის ფინალური შტრიხია. არანაირი ტუში. ხანდახან ხელოვნურ წამწამებს ვიმაგრებ. ზოგადად, მიყვარს მზის სათვალეები, ისინი დეფექტებს ფარავენ