ნაქსოვი ტანსაცმელი Woolen Stories-გან

Published: 12/10/2018 Views: 2 657




ნაქსოვი ტანსაცმელი Woolen Stories-გან
ქართულ ბაზარზე ბრენდი Woolen Stories არც თუ ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა, ნაქსოვი პროდუქცია გამოჩენისთანავე ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა ქართველმა მომხმარებელმა. შესაბამისად, ბრენდი პოპულარული გახდა.

ხელით ნაქსოვი პროდუქცია მზადდება ონლაინ შეკვეთით ნებისმიერ ფერის და ზომის, მომხმარებლის სურვილისამებრ. ფასები 45-280 ლარამდე მერყეობს. დეტალურად Woolen Stories ნაწარმს გაეცნობით მათ ფეისბუქ ფეიჯზე: Woolen Stories

ვიკა, woolen stories:

"ვქსოვ ყველაფერს, რისი მოქსოვაც შეიძლება. თავდაპირველად ვქსოვდით ჩანთებს, ქუდებს, კაშნეებს. ახლა უკვე ჩვენს კოლექციას შეემატა სვიტერები, კაბები, ქვედაბოლოები. ეს ყველაფერი იქსოვება როგორც ხელით, ისე დაზგით. კიდევ ბევრი საინტერესო იდეები გვაქვს სამომავლოდ."


აქტუალური ქართული ბრენდი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის: ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები Woolen Stories






"რაც შეეხება ფერებს, ვცდილობ ძირითადად ღია, ნათელ და ნაზ ფერებზე ვიმუშაო. თავს არ ვზღუდავ და ვცდილობ მოდის ტენდენციებს არ ჩამოვრჩე, რადგან ქართველ ქალბატონებს აქვთ თანდაყოლილი ესთეტიკის გრძნობა და ძალიან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი სამოსი ყველა ქალბატონის გემოვნებას აკმაყოფილებდეს."





Woolen Stories

ბრენდის შექმნის იდეა დიზაინერს ორსულობის დროს დაებადა, როცა საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო ქონდა ფიქრისთვის:)

"ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა მუდამ ნემსი, ძაფი და ნაჭრები ხელთ მქონდა ჩემს თოჯინებს და საკუთარ თავს ვუკერავდი ტანსაცმელს. ქსოვის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი იმის და მიუხედავად, რომ დედაჩემი ქსოვის პედაგოგი იყო და სხვებს ასწავლიდა დაზგაზე ქსოვას, არა ერთი მცდელობა იყო იმის რომ ჩემთვისაც ესწავლა, მაგრამ თავიდან გულს ვერ ვუდებდი. პირველად 15 წლის ასაკში ვცადე ქუდის მოქსოვა და რადგან წარმატებული ნამუშევარი იყო ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. როცა შავქმენი Woolen Stories ბრენდი თავიდან ჩემს თავზე დიდ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებდი, რადგან ორსულად ვიყავი და წოლითი რეჟიმი მქონდა გართულებული ორსულობის გამო, ვიცოდი რომ იმდენ დროს რამდენიც ამ საქმეს სჭირდებოდა ვერ დავუთმობდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა და მჯეროდა რომ ჩემი ჩანაფიქრო და იდეები გაამართლებდა. შევქმენი instagram-ის გვერდი, დედას 50 ლარი გავატანე და ვთხოვე, რომ ჩემთვის ეყიდა ძაფები და მოექსოვა რამოდენიმე ქუდის მოდელი, ესკიზები დავუხატე მან კი ზუსტად ისეთი ქუდები მომიქსოვა როგორიც მე მინდოდა, შემდეგ მზა მოდელებს სურათები გადავუღე, საიტზე განვათავსე და პირველივე დღიდან მომხმარებლისგან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა რამაც მე უდიდესი სტიმული შემმატა."






"ჩემი შექმნილი პროდუქტის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ და ვფიქრობ, რომ ჯერ ქსოვის მხოლოდ მინიმუმს ვფლობ. ვცდილობ ყველა მომდევნო სამოსი უფრო დავხვეწო და უფრო მიმზიდველი გავხადო. ყოველი ახალი მოდელის შექმნისას რაღაც ახალს ვსწავლობ და ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი, რათა შედეგი საუკეთესო იყოს."

"ძალიან მიხარია, რომ უკვე არა ერთი ადამიანი იცნობს Woolen Stories ბრენდს და არიან ჩვენი მუდმივი მომხმარებლები. მეც მაქსიმალურად ვცდილობ და ვეცდები რომ იმედები არ გავუცრუო ჩვენს ქალბატონებს."


Woolen Stories პროდუქციას გაეცნობით მათი ფეისბუქის ფეიჯიდან: Woolen Stories