2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 ტრენდი, რომელიც სეზონის ჰიტი გახდება

Published: 14/10/2018 Views: 3 954
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 ტრენდი, რომელიც სეზონის ჰიტი გახდება


80-იანების ესთეტიკა ჯერ კიდევ არ ტოვებს დიზაინერების გონებას. პოდიუმზე კვლავ ლეოპარდის და ცხოველური პრინტების მრავალფეროვანი ვარიაციების ზეიმია. ახალ სეზონზე ნეონს ციტრუსების საზაფხულო პალიტრა ემატება: ლიმნისფერი, ფორთოხლისფერი თუ ლაიმის ელფერის. წარმოგიდგენთ 10 მთავარ ტრენდს, რომელიც მომავალი სეზონის ჰიტი გახდება. საკუთარი გემოვნების მიხედვით ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად ღირს.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 ტრენდი რომელიც სეზონის ჰიტი გახდება





1:
ველო-შორტები

ამ ტრენდს კიმ კარდაშიანი აქტიურად ამკვიდრებს, დიზაინერებმა ჩათვალეს, რომ ეს ახალი სეზონის ერთ-ერთი ჰიტია და სპორტული შორტები სხვადასხვა სტილის ჩაცმულობაში წარმოგვიდგინეს.


Fendi; Chanel

Mugler; Roberto Cavalli

2:
ფოტოპრინტები

ახალი სეზონის კოლექციებში თვითგამოხატვის საშუალებად ციტატები ფოტოპრინტებმა ჩაანაცვლა. აბსტრაქტული ფიგურები, ნებისმიერი მხატვრის სიურეალისტური ნახატები, რეალური პეიზაჟები თუ პორტრეტები - არჩიეთ, რაც თქვენს სულთან ყველაზე ახლოს დგას.



Louis Vuitton; toga

Burberry, A.W.A.K.E


3:
მიკრო ჩანთები

გიგანტური ჩანთების საპირისპიროდ მოდურ რინგზე მათი მინიატურული ვარიანტები გამოდიან. წელს ბრენდებმა მცირე ზომის აქსესუარების მთელი სპექტრი წარმოგვიდგინეს.


Fendi; Jacquemus

Jil Sander; Salvatore Ferragamo

4:
ეკლექტური პრინტები

დიზაინერები არაორდინალური პრინტების გამოყენებას ზაფხულში გვირჩევენ. ახალ სეზონზე გრაფიკა ფლორის ელემენტებს, ზოლები სიურეალისტურ ფორმებს, კოპლები კი კუბოკრულს შეუხამეთ.


Antonio Marras; Versace

Etro; Paco Rabanne

5:
ფართო სახელოები

ეს ტრენდი ვიქტორიანული ინგლისის ალუზიად იქცა. 2019 წელს ამ ტენდეციის დამკვიდრება რამდენიმე აზრს ატარებს: დიზაინერებმა ისინი განსხვავებული ფორმებით წარმოგვიდგინეს.


Valentino; Gucci

Louis Vuitton; Michael Kors

6:
სპორტული ქურთუკები

სპორტული ესთეტიკა მომავლის ტრენდებს აქტიურად გვკარნახობს. დიზაინერები გვთავაზობენ ისინი როგორც სპორტულ შარვლებს, ასევე გამოსასვლელ კაბებს შევუხამოთ.


Jil Sander; No 21

Sportmax

7:
შარვალი გახსნილი ტოტით

სითამამე უკვე არამხოლოდ კაბებს არამედ შარვლებსაც სჭირდება. არჩევანი აქაც დიდია: ვიქტორია ტრენდს მოკრძალებულ დეტალად იყენებს, თითქოს ხელწერას, ბალმეინმა კი შარვლის მთელი ტოტის ჩახსნა გადაწყვიტა.


Chloe; David Koma

Victoria Backham; Balmain

8:
ტყავის ანსამბლი

ტყავი რა თქმა უნდა კვლავ სეზონის განუყოფელი ნაწილია. მთლიანად ტყავის სამოსი თუ ცალკეული დეტალები - დიზაინერებს სხვადასხვა პასუხი აქვთ, მთავარია რომელ შემოთავაზებას მოიხდენთ თავად.


Fendi; Gucci

Hermes; Miu Miu

9:
მოხარშული დენიმი

80-იანების მოდის მიმდევრები საათობით იდგნენ ქვაბებთან რათა ჯინსზე საინტერესო გამოსახულება გამოეყვანათ. ამჯერად მსგავს დიზაინს ცნობილი ბრენდები გვთავაზობენ. ეს უნიკალური სამოსი რაც უფრო კონტრასტულია, მით უკეთესი.


Stella McCartney; Isabel Marant

Dior; Celine

10:
მოხატული ცხვირსახოცი

დახვეწილი ცხვირსახოცის დიზაინი შესაძლოა კაბის იდეალურ პრინტად იქცეს. ტრენდის ინტერპრეტაცია მრავალმხრივ შეიძლება: რამდენიმე მათგანის გაერთიანებით კაბად, ჩანთად თუ ქვედაბოლოდ მორგება.


Elie Saab; Jacquemus

Oscar de la Renta;Chloe