ნათია ჯგუბურიას სტილი

Published: 26/10/2018 Views: 2 156



ნათია ჯგუბურია პერსონალური სტილისტია
, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და კულისებს მიღმა street style ფოტოგრაფების ფავორიტია, trendspotter-ების ობიექტივიდან საკუთარ ინსტაგრამზე გვიზიარებს მისი ჩაცმულობის ამსახველ პოსტებს fifunia-ს სახელით.


EDITORIAL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ: ფინანსური შესაძლებლობები საჭიროა არა სტილის არამედ ბრენდების შესაძენად, შეზღუდული ფინანსები კი მეტ გასაქანს აძლევს კრეატივს.




fifunia
ნათია ჯგუბურიას სტილი



EDITORIAL: რამდენად ხდება პერსონალური სტილისტის პროფესიის განვითარება საქართველოში?

ნათია: საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ცოტა გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ ეს პროფესია პოპულარობით სარგებლობს, თუმცა არიან ადამიანები რომელთაც უნდათ ლამაზად გამოიყურებოდნენ და გადაიხადონ ამაში გარკვეული თანხა - ნათია თავად ამბობს, რომ მის შემთხვევაში სტილისტი, როგორც მოწოდება თავისთავად, ბუნებრივად გადაიზარდა პროფესიაში. ასევე ჩართული იყო TFW-ის საორგანიზაციო საკითხებში: რამდენიმე წლის განმავლობაში გახლდით თმკ-ს გენერალური მენეჯერი. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს მოცემული შესალებლობისთვის, დიდი გამოცდილება მივიღე და გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი.

EDITORIAL: თავადაც პატარა გოგონას დედა ხართ, რას ურჩევდით ახალგაზრდა გოგონებს, როგორ განავითარონ ხედვა და ჩამოიყალიბონ გემოვნება

ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა გარემომ, მშობლები ყოველთვის გემოვნებით იმოსებოდნენ. არ არსებობს რამე ფორმულა, უბრალოდ ჩაიცვით ის რაც თქვენს ინდივიდუალიზმს გამოხატავს, თუ არა და სხვა შემთხვევაში მიმართეთ სტილისტს))



@portavemagazine გურამ კაპანაძე


EDITORIAL: მოდის კვირეულის განმავლობაში მრავალი ლამაზად შემოსილი ქალბატონი შეგვინიშნავს, თუმცა მხოლოდ ერთეულები ხვდებიან street style ფოტოგრაფების ობიექტივში, განსხვავებით თქვენგან:) რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებიც მოხდენილად იმოსებიან, თუმცა იყო გამორჩეული - რა არის ამისთვის საჭირო?

შენი ტანსაცმელი უნდა იყო შენ და არა საიდანღაც დაკოპირებული ლუქი, ალბათ ეს არის მთავარი რაც მოსწონთ ფოტოგრაფებს. სიყალბე იგრძნობა ყოველთვის.

EDITORIAL: თუ მიიჩნევთ, რომ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით შეძლებდით ასეთი სტილის მატარებელი ყოფილიყავით?

დღეს ფინანსური შესაძლებლობები საჭიროა არა სტილის არამედ ბრენდების შესაძენად, ასე რომ შეზღუდული ფინანსები მეტ გასაქანს აძლევს კრეატივს:)

EDITORIAL: დიზაინერი რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს სტილს?

მე ქართველი დიზაინერების დიდი გულშემატკივარი ვარ და ბევრი მაქვს გარდერობში, თუმცა გიორგი ქებურიას ტანსაცმელში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად, თითქოს ჩემთვის ქმნის!



@Anna Batsikadze, for editorial.ge


ნათიას ფოტოები პირადი ინსტაგრამიდან: fifunia


@portavemagazine გურამ კაპანაძე


@Anna Kostomarova


ნათიას ფოტოები პირადი ინსტაგრამიდან: fifunia


@grdzelishvili


@Anna Kostomarova


@portavemagazine გურამ კაპანაძე


@Anna Batsikadze


ნათიას ფოტოები პირადი ინსტაგრამიდან: fifunia


@Anna Kostomarova


@Anna Kostomarova