BERADZE SS 2019

Published: 23/10/2018 Views: 1 113


BERADZE - თბილისში დაარსებული ბრენდია, თამუნა ბერაძე 2019 წლის ზაფხულის კოლექციას მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენებს. კოლექციის ლუქბუქს კი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე წარმოგვიდგენს.

კოლექცია 70-იანების განწყობით არის შთაგონებული, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ პანკს, დისკოს და ჰიპის პერიოდს და წარმოადგენს გარდასული დეკადის თანამედროვე ხედვას, რადგან დიზაინერი მიიჩნევს, რომ მომავლის შექმნა მხოლოდ წარსულის ცოდნით არის შესაძლებელი.

კოლექციის სახელია: GIRLS WITH NARCISSISTIC PERSONALITY DISORDERS, ის 70'იანების ხელოვანი ედ რუშეის შემოქმედების კალიფრნიული ვაიბის გავლენის ქვეშაა მოქცეული. 70'იანები გახლდათ პერიოდი, რომელიც ხელს უწყობდა ახალი იდეების და აზრების რეალიზებას, პერიოდი როდესაც ქალთა უფლებებმა და როლმა იწყო გამომხატველობითი ზრდა და ანდროგენული იერი ტრენდული გახდა. ეს კოლექცია არის ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ გამოირჩეოდნენ.




კოლექცია სრულად შექმნილია საქართველოში და დაცულია წარმოების მაღალი სტანდარტი. დიზაინერი თამუნა ბერაძე Instituto Marangoni Paris-ის სტუდენტი გახლდათ, მან უკვე ორჯერ გამოიტანა კოლექცია თბილისის და მერსედეს ბენც თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში. ამჯერად კი კოლექციას პოდიუმზე აჩვენებს.


BERADZE spring-summer 2019
მოდელი: თეკლა ჩიჯავაძე
ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი, აკა ფროდიაშვილი
MUA: LUCHIA DEVIJIEVA, MAKEUP institute Georgia