KOBAKHIDZE ss 2019

Published: 09/11/2018 Views: 65


სერგო კობახიძის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი კოლექციის ინსპირაცია ყვავილები და მცენარეებია. მათგან აღებულია სილუეტები, რაც ლუქებში ფოთლისებური ფორმებით და ასიმეტრიული ელემენტებით გამოიხატება. კოლექციაში წარმოდგენილი თითქმის ყველა კოსტუმი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფერებით, ურთულესი და უმარტივესი კონსტრუქციული ფორმებით. მთლიანობაში შეიქმნა საინტერესო, ავანგარდული კოლექცია.

სერგომ შტუტგარტიდან ჩამოიტანა მისი კოლექცია თბილისში, Mercedes-Benz Fashion week-ის შოურუმში წარსადგენად. დიზაინერმა საკუთარი ბრენდი ბრიგიტე კეჰრერის 3 წლიანი მოდის სკოლის დასრულების შემდეგ დაარსა და გერმანიაში მოღვაწეობს.

KOBAKHIDZE SS 2019
ფოტოგრტაფი: ლაშა ბაკურაძე
მოდელი: ანი არაბიძე
სტილისტი: ნუციკო ნებიერიძე