MERCEDES BENZ FW 2018: 7 საუკეთესო კოლექცია

Published: 06/11/2018 Views: 473
MERCEDES BENZ FW 2018: 7 საუკეთესო კოლექცია
ფოტო Gyox37


რუსული მოდური გამოცემა Harpers Bazaar თბილისის Mercedes-Benz მოდის კვირეულის 7 საუკეთესო კოლექციას აქვეყნებს. 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისი სხვადასხვა ქვეყნების მოდის რედაქტორების, ბაიერების, კრიტიკოსების ან უბრალოდ მოდის მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილად იქცა. საქართველოს დედაქალაქში 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს მიეგებნენ. მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი შემოქმედება 40-ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა.



Elenny

ახალგაზრდა ბრენდი, რომელსაც სათავეში ელენე გიორგაძე უდგას, მხოლოდ და მხოლოდ 2016 წელს დაარსდა. Elenny ავანგარდული სტილით და ლაკონიური ნივთებით გამოირჩევა, რომელსაც მსოფლიო მოდის არენაზე დღეს ძალიან აფასებენ. ლავანდასფერი კოსტიუმი, კაბა საყელოთი, მოსაცმელი წელზე ნაკერებით, დიდი ფორმის ჯაკეტები შორტებთან არამხოლოდ თბილისში, არამედ ევროპის დედაქალაქებშიც გვხვდება. გვერდი ვერც ვიწრო სათვალეებს ავუარეთ, რომელიც გიორგი ქებურიას მეშვეობით გახდა ცნობილი. და საერთოდაც, გიორგაძის აზრით, მომავალი თბილი სეზონი ფუტურისტული იქნება.



Blikvanger

მარტინ მარჯიელა და ჯონათან ანდერსონი საქართველოში რომ დაბადებულიყვნენ, მათი ბრენდი სწორედ ასეთი იქნებოდა. Blikvanger-ს ორი დიზაინერი ანი წინწკილაძე და ანკა ოდიშელიძე მართავენ. მათ ახალ კოლექციაში სასარგებლო ერწყმის კომფორტულობას, ავანგარდულობა ქალურ დეტალებს. გრძელი კაბები დიდი ზომის ჯემპრებთან მეგობრობენ, მოკლე შარვლები უზარმაზარი ჯიბეებით ტოპებთან, თეთრ კაბებს მინი კაბები ცვლის. ყველა მათგანი დიდი ჩანთებითა და გრძელი ფოჩებით ფორმდება.



Lalo

დიზაინერები ლალო და ნინა დოლიძეები ხარისხიანი ნივთების შექმნაზე ფოკუსირდებიან, რომლებიც დროს გაუძლებენ. ბრენდი Lalo 2012 წელს კომფორტული, არაორდინალური და პროფესიონალურად შეკერილი კარდიგანებით გახდა ცნობილი, თუმცა ახლა ასორტიმენტი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მაგალითად გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შეხვდებით კაბებს "შანელის" სტილში, მოქსოვილ კომპლექტებს ქვედაბოლოთი და ზედით, გარღვეულ ჯემპრებს - ისინი ცხოველის პრინტს, ტყავის მინი-ქვედაბოლოებს და ჰაეროვან კაბებს ერწყმიან. ბრენდის მიერ წარმოდგენილი სამოსი ნებისმიერ სეზონზე გამოგადგებათ.



Janashia

დიზაინერი გვანცა ჯანაშია ცდილობს საკუთარი ბრენდის სტილისტიკაში სილამაზე და თავისუფლება შერწყას. მისი ქალური სამოსი (დახურული კაბა არქიტექტურული დონის ნაკერებით, პალტო გაჭრილი სახელოებით, ფერადი კომბინიზონები, ბრჭყვიალა ქვედაბოლოები და სხვა) ერთდროულად სექსუალური, ლაკონიური, მხიარული და ელეგანტურია. მაგალითად, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში უჩვეულო მწვანე ფერია გამოყენებული. ასევე ნარინჯისფრის, ცისფერის, წითლისა და სხვა ელფერის კომბინაციები. ამგვარ სამოსში თავისუფლად წარმოიდგენთ მოდის მიმდევარ გოგონას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.



Situationist

ირაკლი რუსაძე ჩვენ გაკვირვებას არ წყვეტს: მისი ბრენდის ჩვენება კვლავ უჩვეულო და დასამახსოვრებელი გამოდგა. ამასთან, კოლექციაში წარმოდგენილი ნივთები მაქსიმალურად მარტივია და მათი ყოველდღიურ იმიჯში ინტეგრირება შესაძლებელია. მინიმალიზმი ყველა მოდელში იგრძნობოდა: დიდი ზომის პერანგები ვიწრო ჯიბეებით, ტყავის ქურთუკები, დაგრძელებული ჟაკეტები და კაბები სექსუალური ჭრებით. ეს სწორედ ის სამოსია, რომელშიც თავს კომფორტულად და მოდურად იგრძნობთ.



Datuna Sulikashvili

Saint Laurent-ის ან Celine by Hedi Slimane-ის ქართული ვერსია კარგი გაგებით: დათუნას მუქსი კოლექცია ფარფატა აბრეშუმს, სექსუალურ შიშველ კაბებს და მკაცრ კოსტიუმებს აერთიანებს. ყველაზე დასამახსოვრებელია მინი ბუმბულებით და კაბა-ფუტლიარი (ერთადერთი ნათელი ნივთი კოლექციაში). სამოსი მოდის მიმდევრებსა და პროვოკაციის მოყვარულებს მოეწონებათ.



Tamara Kopaliani

თამარა კოპალიანი 2000-იანების ტრენდს გვთავაზობს. ახალ კოლექციაში გვხვდება დენიმის მინი, ჯინსი მუხლამდე, დაბალწელიანი სამოსი, კლოშ კაბა და სხვა. ყველაფერი რაც სჭირდებათ მოდის მიმდევრებს, რომლებსაც ბელა ჰადიდის და კენდალ ჯენერის სტილი მოსწონთ. დიზაინერმა არც ოფისში ჩასაცმელი სამოსი დაივიწყა. თამარას მიერ შემოთავაზებულ მოდელებს როგორც საქმიან შეხვედრაზე, ასევე წვეულებასა და არაფორმალურ სიტუაციაშიც მოირგებთ.