VERSACE ახალი კოლექცია დონატელას შემოქმედებას მიეძღვნა

Published: 03/12/2018 Views: 151


ვერსაჩე ნიუ იორკში
დონატელას კოლექცია, მიძღვნილი საკუთარი შემოქმედებისადმი

Pre-Fall 2019 - არქივებიდან

მოდის სამყარო კოსმოპოლიტიზმისკენ მიისწრაფის, იტალიურმა მოდის სახლმა ნიუ იორკში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე გაშალა პოდიუმი, რომელიც "თავისუფლების ქალბატონის" დონეზე იდგა. Pre-Fall 2019 კოლექციისთვის დონატელამ გააცოცხლა ვერსაჩეს აიკონური ნივთები და მეტი ექსტრავაგანტულობით წარმოადგინა მისი პირადი დიზაინით შექმნილი კოლექციებიდან გამორჩეული ლუქები. გიგნატური პოდიუმი მოცულობითი ვარცხნილობით დამშვენებულმა მოდელებმა შეავსეს, სტილისტების ინსპირაცია 1960-წლების ამერიკული სიტკომ-სერიალიდან I Dream of Jeannie იღებდა შთაგონებას, გაფორმებული ოქროსფერი Versace-ს ქინძისთავებით, ბროშებით და პინებით.




შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ VERSACE $2.1 ბილიონ დოლარად Michael Kors-ის ამერიკულმა მოდის სახლმა შეიძინა, პირველი შოკისმომგვრელი შიშები იტალიური ბრენდის იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებით თითქოსდა გაქარწყლდა. MK-მ VERSACE-ს გაფართოება განიზრახა და მისი კაპიტალი $850 მილიონიდან $2 ბილიონამდე აწია, თუმცა გარიგება ჯერ არ შესულა ძალაში, სწორედ ამიტომაც დონატელამ VERSACE-ს ახალი ერას დაწყებამდე, ბოლო კოლექცია ბრენდში საკუთარ მოღვაწეობას მიუძღვნა! რამდენიმე თვის წინ საიუბილეო Spring 2018 კოლექცია კი ჯანი ვერსაჩეს ხსოვნას და შემოქმედებას მიაგებდა პატივს.




პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ ამბერ ვალეტა, მას ისევე როგორც 2000 წლის ზაფხულის კოლექციის წარდგენისას ემოსა კაბა ტროპიკული პრინტით, რომელიც მოგვიანებით ჯენიფერ ლოპესმა მოირგო გრემიზე, დიზაინერმა აღნიშნული კაბა 1997 წლის ზაფხულის არქივიდან Jim Dine-ის გულებიანი პრინტის ქსოვილით დაამზადა. ხოლო ვიტორია ჩერეტის ხვდა წილად პატივი მოერგო ჭეშმარიტად აიკონური, 1994 წელს ჯანის მიერ შექმნილი ქინძისთავებიani შავი კაბის ახლებური ვერსია, რომელიც ელიზაბეტ ჰარლის უკავშირდება. თითქოს სწორედ ეს ქინთისთავებიანი დეტალი კრავს და აერთიანებს ჯანის და დონატელას ვერსაჩეს.



backstage looks from VERSACE, Pre-Fall 2019



VERSACE
Pre-Fall 2019

პოდიუმზე ვიხილეთ ცნობილი სუპერმოდელები, მოწვეული იყო ამბერ ვალეტა, ჯიჯი ჰადიდი, ქენდის სვეინპოლი, ირინა შეიკი, ვიტორია ჩერეტი, კაია გერბერი, გრეის ელიზაბეტი, სტელა მაქსველი, ემილი რატაკოვსკი, ჰეილი ბოლდუინ-ბიბერი, ლიუ ვენი, დილონი...