Dior Men’s Futuristic Pre-Fall 2019 Show

Published: 05/12/2018 Views: 101


Dior -მა ტოკიოში გრანდიოზული ულტრა-თანამედროვე ჩვენება გამართა, შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის მამაკაცისთვის განკუთვნილი კოლექცია დიზაინერ კიმ ჯოუნსს ეკუთვნის, Dior -ს კოლექციისთვის მან ცნობილ იაპონელ არტისტებთან: სამკაულის დიზაინერ AMBUSH და სკულპტორ Hajime Sorayama-თან ითანამშრომლა, რომლის 12 მეტრიანი იდეალური პარამეტრების რობო-ქალის ქმნილება პოდიუმის ცენტრს წარმოადგენდა და ერწყმოდა კოლექციას დინოზავრებით, Dior-ის მონოგრამის პატერნ და ალუბლის ყვავილობის მოტივებზე.




Dior Men Pre-Fall 2019 show


კოლექცია დატვირთულია მეტალის მატერიებით, ბიომექანიკა და მცირე-რობოტიკის ტექნიკით შექმნილი ნივთებით და მოიცავს გამოყენებით-აქსესუარებს: კოსტუმის ანსამბლს სპორტული safe-ბალთა კრავს; ზურგჩანთებსა და ფეხსაცმელს რკინის თასმები ამშვენებს და ეხამება კლასიკურ პიჯაკებსა და ატლასის პრიალა შარვლებს; გრძელი პალტოები და სპორტული ქურთუკები შავ, აყვავებული თუ ფუტურისტულ-ცხოველურ პრინტშია გადაწყვეტილი; შორტები და კარგო-შარვლები კი მრავალი ფუნქციური ჯიბეებით მოხიბლავს მოდის მიმდევარ პრაქტიკოსებს.




ტოკიოს ტელეკომის ცენტრში გამართული ჩვენება ტექნიკოლორის ლაზერული განათების ფონზე მიმდინარეობდა, ჩვენების გამო მრავალი უცხოელი სელებრითი ჩაფრინდა იაპონიაში, მათ შორის A$AP Rocky, ბელა ჰადიდი, ეზრა მილერი და დევიდ ბექჰემი საპატიო სტუმრებს წარმოადგენდნენ და მათ თავადაც კიმ ჯონსის Dior-ემოსათ.





Details