2018 FASHION AWARDS

Published: 11/12/2018 Views: 251


2018 FASHION AWARDS
ტრადიციულად, British Fashion Council-ის ორგანიზებით, ლონდონში გაიმართა მოდის დაჯილდოების ცერემონია. Royal Albert Hall-მა უმასპინძლა მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერებს, ბიზნესმენებს, მოდელებს, ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს და ინფლუენსერებს.

წლის დიზაინერის წოდება კლერ ვეით კელერმა მიიღო, Givenchy-ს მოდის სახლისთვის გაწეული დიზაინისთვის. მას ჯილდო თავად სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა გადასცა, რომელსაც თავად ემოსა კლერის მიერ შექმნილი კაბა ქორწილის დღეს! მართალია დაჯილდოება ძირითადად ბრიტანეთის ფავორიტ დიზაინერებს მიმოიხილავს, თუმცა ინტერნაციონალურადაც ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჯილდოები მიიღეს კაია გერბერმა, ვირჯილ აბლო, ვივიენ ვესტვუდმა, მიუჩია პრადა, კიმ ჯონსმა, GUCCI-ს წარმომადგენლებმა და რაღა თქმა უნდა დემნა გვასალიამ! თუმცა ის არ ესწრებოდა ღონისძიებას, დემნა წლის აქსესუარების დიზაინერად დაასახელეს, Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციით.



The Duchess of Sussex presents the award for British Designer of the Year Womenswear Award to Clare Waight Keller



2018 FASHION AWARDS
გამარჯვებულთა სია:

Brand of the Year: Gucci
Accessories Designer of the Year: Demna Gvasalia for Balenciaga
British Designer of the Year Menswear: Craig Green for Craig Green
British Designer of the Year Womenswear: Clare Waight Keller for Givenchy
British Emerging Talent Menswear: Samuel Ross for A-Cold-Wall*
British Emerging Talent Womenswear: Richard Quinn for Richard Quinn
Business Leader: Marco Bizzarri for Gucci
Designer of the Year: Pierpaolo Piccioli for Valentino
Model of the Year: Kaia Gerber
Urban Luxe: Virgil Abloh for Off-White
Swarovski Award for Positive Change: Vivienne Westwood
Special Recognition Award for Innovation: Cyrill Gutsch for Parley for the Oceans
Isabelle Blow Award for Fashion Creator: Mert & Marcus
Outstanding Achievement Award: Miuccia Prada
2018 Trailblazer: Kim Jones



მოდელებს სარა სამპაიოს და დოუცენ კრუსს David Koma ემოსათ, დაჯილდოებაზე თავად დათო კომახიძეც იმყოფებოდა.