"ჩემი გმირი კარლ ლაგერფელდია" - კაია გერბერი საკუთარ სტილსა და სილამაზეზე

Published: 17/12/2018 Views: 290


კაია გერბერი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთ ფავორიტ მოდელად უკვე იქცა და წლის მოდელის ტიტულიც დაიმსახურა. ვარსკვლავი გოგონა თავისი ბუნებრიობითა და სტილით მუდამ გვაოცებს და შთაგვაგონებს. წარმატებული მშობლების შვილი კარიერაში გზას საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით იკვალავს და არანაკლებ წარმატებულად. წარმოგიდგენთ კაია გერბერის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე:



"ჩემი გმირი კარლ ლაგერფელდია" - კაია გერბერი საკუთარ სტილსა და სილამაზეზე



კაია გერბერი საკუთარ სტილსა და სილამაზეზე

სილამაზის რუტინა


კაია: სილამაზის რიტუალები და მუდამ ჩანთაში ჩატენილი კოსმეტიკის ჩანთა საჩემო არაა. ერთდერთი, რის გარეშეც ვერ ვძლებ, Pat McGrath-ის ტუჩის ბალზამი და სუნამო: Daisy, Marc Jacobs-ია.


რჩეული წიგნი

ბოლოს წავიკითხე ბერნადეტ ენ პერისის "დახურულ კარს მიღმა". უკანასკნელ გვერდამდე დაძაბულ მდგომარეობაში გამყოფებთ!



რჩეული ფილმი

"Lady Bird" სირშა რონანთან ერთად. ვფიქრობ ყველაზე გულახდილი ფილმია თინეიჯერ გოგონასა და დედის ურთიერთობაზე. ბოლოს კი Mamma Mia!-ს ახალი ფილმი ვნახე და ახლა რომელიმე ბერძნულ კუნძულზე მოგზაურობაზე ვოცნებობ.




MUST-HAVE

შეპყრობილი ვარ ნივთებით KARL LAGERFELD Х KAIA საკაპსულე კოლექციიდან. ქუდი კოლექციის გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე გამომიგზავნეს და ვერ ვითმენდი, რომ არ დამეხურა ის ოფიციალურ რელიზამდე.

საკულტო გმირი

კარლ ლაგერფელდი! ამდენი წელი მოდის ინდუსტრიის მწვერვალზე დარჩენა და მსგავსი ენერგიისა და ვნების შენარჩუნება - წარმოუდგენელია. დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუშაობა. თითქმის სრული თავისუფლება მომანიჭა და მივხვდი რამდენად რთულია - აირჩიო ერთადერთი და სწორი ვარიანტი მილიონ გიჟურ იდეაში.




ინსტაგრამი

ყველაზე ხშირად დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი ძმის გვერდებზე შევდივარ. (კაია სინდი კროუფორდის ქალიშვილია) სხვანაირად როგორ ვაკონტროლო რა ხდება მათ თავს, როცა გვერდით არ ვიმყოფები?:)

სტილი

ჩემს გარდერობში მუდამ იპოვნით დიდ მასიურ შავ ბათინკებს. აქსესუარებიდან კი ბეჭდის ფორმის საყურეებს ვერ ვეშვები.