7 გოგონა ინსტაგრამზე, რომელთა ქუჩის სტილიც შთაგვაგონებს

Published: 18/12/2018 Views: 446
7 გოგონა ინსტაგრამზე, რომელთა ქუჩის სტილიც შთაგვაგონებს


ინსტაგრამზე ბევრი გოგონა გვხიბლავს, ვიწერთ მათ გვერდს და მუდამ ლამაზი ქუჩის სტილითა და იმიჯით ვტკბებით. ზოგიერთ მათგანს საკუთარ სტილს ვადარებთ და ინსპირაციას ვიღებთ. ფაქტია, ამ ქალბატონებმა თავი სწორედ ქუჩაში გადაღებული ფოტოებით გაითქვეს და დღეს ათასობით გამომწერს ითვლიან.

კანდელა პელიზა
  • @candela_________
    ინსტაგრამის ბლოგერი კანდელა პელიზა ნახევარი მილიონი გამომწერით იკვეხნის და იტალიური მოდის ჟურნალების ფურცლებზეც ხვდება. კანდელამ იმიჯში რადიკალური ცვლილება შეიტანა და შავგვრემნიდან ქერად გადაიქცა. მისი საყვარელი შეხამებაა - ქუსლიანი ფეხსაცმელი და არაორდინალური კაბა.







    ქლოი ჰარუში
  • @louloudesaison
    ეს მოდის კონსულტანტი პარიზიდან სექსუალურ იმიჯს ირჩევს, ბოჰემური გავლენით. ბლოგერი, ქუჩის სტილის ვარსკვლავი და სტილის აიქონი მოდურ შეხამებებს ისე ატარებს, თითქოს თავად მოიფიქრა. ქლოის ინსტაგრამზე ბევრ საინტერესო რაიმეს გადაწყდებით.






    ჯილდა ამბროსიო
  • @gildaambrosio
    It-girl, ინსტაგრამ-ბლოგერი და მოდური ბრენდის Attico-ს მფლობელი ულტრამინი და ნათელი სამოსის მორგებას არ ერიდება. მისი სტილი მოეწონებათ მათ, ვინც "ვერსაჩეს" და ედი სლიმანის ახალ შოუებს მოუთმენლად ელის.






    ერიკა ბოლდრინი
  • @erika_boldrin
    მოდელი და ბლოგერი, თავის ცხოვრების სტილს მისდევს: ძვირფასი იახტები, ლამაზი მამაკაცები, ვინტაჟური ფეხსაცმელი და ბევრი სხვა მდიდრული დეტალი. მაგრამ, ჩაცმულობაში ერიკა სიმდიდრეს ისე გადმოგვცემს, თითქოს ხელოვნება იყოს. მას უნდა მიყვნენ ისინი, ვისაც იმიჯში ხარისხი იზიდავს.






    ტინ ანდრეა
  • @tineandreaa
    28 წლის გოგონა ნორვეგიიდან, რომელიც საკუთარ ბლოგს 2006 წლიდან მართავს. ტინ ანდრეა დიდი ზომის სამოსს იყენებს - სვიტრებს, კოსტიუმებსა და ტყავის ჩანთებს. მოკლედ, ინსტაგრამზე ოფისის სტილის შთაგონებას გვიზიარებს.






    კიარა ტოტირი
  • @chiaratotire
    კიარა Etro-ს და Missoni -ს მუზად შეიძლება მივიჩნიოთ, იმდენად ავთენტურ გარდერობს ფლობს. მოდის კვირეულების განმავლობაში კი საკმაოდ მშვიდ იმიჯს ამჯობინებს. მისი სტილი მოუხდებათ მათ, ვისაც დრესკოდი არ ხიბლავს და ზაფხულთან დაშორება არ უნდა.





    ემილი სინდლევი
  • @emilisindlev
    გოგონა გრძელი ოქროსფერი დალალებით - სტილისტია სტოკჰოლმიდან. ამბობენ, რომ მისი სტილი კერი ბრედშაუსას წააგავს. რთული დიზაინის კაბები ვინტაჟური ჩანებითა და ძვირადღირებული ფეხსაცმლით. ათვალიერეთ თუ რომანტიკული ლუქის შექმნა გსურთ და იდეები არ გყოფნით.