Vetements Fall 2019 Men

Published: 19/01/2019 Views: 144


Vetements 2019 წლის მამაკაცის საშემოდგომო კოლექცია მრავალი უნისექს ნივთით გამოირჩევა. მართალია ქართველმა დიზაინერმა 2017 წელს განაცხადა, რომ ის მოდის კვირეულებს ემიჯნებოდა და ჩვენებებს საკუთარი განრიგით მართავდა, თუმცა 2 წლიანი ტაიმაუტის შემდგომ დემნა გვასალია დაუბრუნდა პარიზის მოდის კვირეულის განრიგს. ეპოქის ერთერთი ყველაზე წარმატებული და გახმაურებული ბრენდის Vetements ჩვენებამ მიიპყრო სრულიად მოდის სამყაროს ყურადღება, თავად კი ანტი-სოციალურ ტალღაზე იყო განწყობილი. დემნამ fall 2019 სეზონის კოლექციის თემად ვირუსული დაავადებები და სოც-ქსელებისადმი დამოკიდებულება, პოლიტიკა, ანარქიის სიმბოლიკა და ნიცშეს ფრაზები აიღო.

პოლიცია (polizei) ამჯერად ინტერპოლმა ჩაანაცვლა, კვლავ აქტუალური იყო oversized ფორმები და თავსაბურავები. ვეტმოს ჩვენებამ გარეული ცხოველების ფიგურების ფონზე ჩაიარა - შორს მოდის სამყაროსგან. კაპიშონიანი ჯემპერების და ბალაკლავას თავსაბურავებისადმი დიზაინერის სიყვარულიც მისი ანტი-სოციალური და ირონიული განწყობით გადმოიცემა: “I realize there is no privacy. When I’m on public transport, doing work on my phone, I often see people overlooking it, or taking photographs of me.”




Vetements Fall 2019
Men's collection


კოლექციას კი ასე აღწერს, Vetements დემნა გვასალია:
“Our inspiration starts on the Internet, that’s how we work. But we only see 20 percent of it—behind that is the part you don’t know about. I didn’t. So we found some people who know how to access the dark net, behind the wall you can’t see. I didn’t know about it, but you can buy guns, drugs, people, order things with kids—anything you want, with Bitcoin. It’s crazy, scary stuff. And you have perfect freedom to do it, because no one can see you, you have no identity.”