MAN: ვირჯილის Off-White და Louis Vuitton კოლექციები

Published: 19/01/2019 Views: 256


ამ თაობის ერთერთი ყველაზე წარმატებული hype ბრენდი OFF-White ეკუთვნის ახალგაზრდა დიზაინერ - ვირჯილ აბლოს, რომელიც უძღვება საკუთარ ბრენდს და ამავდროულად Louis Vuitton-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორიც გახლავთ! (ისევე როგორც დემნა გვასალია Vetements/Balenciaga;)

პარიზის მოდის კვირეულზე ერთმანეთის მიყოლებით, ვირჯილმა ორი ბრენდისთვის შექმნილი, ორი დამოუკიდებელი და განსხვავებული კოლექცია წარმოადგინა: მამაკაცებისთვის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის.




Louis Vuitton / OFF-White


Louis Vuitton
FALL 2019 MENSWEAR


Louis Vuitton-ის ჩვენებისთვის შერჩეული ვენიუ Jardin des Tuileries დიზაინერმა ამერიკული ისთ საიდის უბნად აქცია, სირენების ხმის ფონზე ისმოდა მაიკლ ჯექსონის მუსიკა, რომელიც კოლექციის შთაგონებას წარმოადგენდა. მოსაწვევების სახითაც ჯექსონის ლეგენდარული - თეთრი კსიტალებიანი ხელთათმანი დაეგზავნათ სტუმრებს.

კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ის კრემისფერის ტონალობის კოსტუმებით დაიწყო და დროშებით მოხატული კაბებით დასრულდა, მამაკაცებისთვის! მასიურად იყო გამოყენებული დუტის ქურთუკები, ასევე ჩანთები გაბერილი დუტის მატერიით და მასიური მონოტონური აპლიკაციები. LV მონოგრამები ტრადიციულად თან სდევდა სამოსსა თუ აქსესუარებს, და მხოლოდ ამგვარად კვლავ ვცნობთ ბრენდს.





OFF-White
FALL 2019 MENSWEAR


საკუთარი ბრენდის OFF-White -სთვის კი ვირჯილმა თემად “Public Television” აიღო, რომელიც მისი თქმით ტელევიზიის გავლენით ჩამოყალიბებულ: გადაჭარბებულ და გაზვიადებულ; ფორმებისა და ფერების; სტილის, ხარვეზებისა და რეკლამის ნარევს წარმოადგენს.



ვირჯილ აბლო