Valentino SPRING 2019 COUTURE

Published: 24/01/2019 Views: 194


Valentino SPRING 2019 COUTUREValentino
Haute Couture, Spring 2019

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის უკანასკნელი დღის მთავარი მოვლენა "ვალენტინოს" ჩვენება გახდა.
პიერპაოლო პიჩოლისგან ფერთა აფეთქებას და დიდი მოცულობის კაბებს ელოდნენ. დიზაინერმა მოლოდინი გაამართლა - ახალ Haute Couture-ის კოლექციაში ყველაფერია: მონუმენტალური კაბები ალისფრის, ლიმნის, ნარინჯისფრის, ცისფრისა და ნეონის ვარდისფრის ტონალობებში. ნაომი კემპბელმა შავი გამჭვირვალე კაბით სიმბოლურად დახურა ფერთა დღესასწაული.




შოუს ფენომენალური შეიძლება ვუწოდოთ ვიზაჟისტების წყალობით. პოდიუმზე ნაომი, ნატალია ვოდიანოვა, ლია კებედე, კაია გერბერი ედემის ბაღის ყვავილებსა და ჯადოსნურ ფრინველებს მოგვაგონებდნენ. თითოეული კაბა კონკრეტული ყვავილის სახელს ატარებდა, ამასთან თვალებზე მოდელებს ფერადი დიდი ზომის ბუმბულები ჰქონდათ დამაგრებული.

პეტ მაკგრატის მაკიჟმა განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა. თვალების ვიზუალურად გაზრდასთან ერთად, მოდელების წარბებზეც კაბის ტონალობის ბუმბულები გვხვდებოდა. მართალია მაკიაჟი ყოველდღიური ცხოვრებისთვის არაა, მაგრამ ზღაპრულის შთაბეჭდილებას ტოვებს და დანანხვისას სულსაც გვიფორიაქებს.




Valentino
Haute Couture, Spring 2019