Reebok x ვიქტორია ბექჰემის კოლექცია

Published: 24/01/2019 Views: 98


Reebok x Victoria Beckham
Season 1
, Spring 2019 collection

ვიქტორია ბექჰემმა Reebok-თან კოლაბორაციით შექმნა სპორტული კოლექცია 2019 წლის ზაფხულისთვის.
დიზაინერი გვიმხელს, რომ ეს მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. style-აიკონმა კოლექცია საკუთარ ინტერესებსა და ბრენდის ჭეშმარიტ იმიჯს შორის დააბალანსა, ეს სპორტული სამოსია სპორტდარბაზიდან ატელიემდე!

ვიქტორიამ წინა პლანზე წამოწია Reebok-ის ვექტორული ლოგო, ამბობს რომ 90-იანი წლებიდან Reebok-ის დიდი მოყვარულია. კოლექციამ მოიცვა სპორტული სამოსი, წინდები, ხელთათმანები, მრავალი ბოტასი! თასმების დიზაინზეც კი პირადად იმუშავა.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოედგინა ვიქტორიას, რომ მის ინტერესთა სფეროში სპორტული სამოსის და ბოტასების დიზაინი გაჩნდებოდა! ქალბატონმა ბექჰემმა გაგვანდო: ვაჟების წამოზრდის შემდგომ სახლში მუდმივი საუბარი და მოლოდინია Supreme-ს ახალ კოლექციებსა და სხვა streetwear ბრენდებზე, და რომ ის ვერა და ვერ აუქცევდა ზურგს მეუღლისა და შვილების ინტერესებს, რომელმაც ვიქტორიაც მოიცვა. და რადგან Reebok-მა ახალი კოლექციის დიზაინი მას მიანდო, ამას სრულიად თავისებურად წარუძღვა!