Christian Dior SPRING 2019 COUTURE

Published: 24/01/2019 Views: 306


Haute Couture, ანუ მაღალი მოდის კოლექციის წარმოების პატივი სულ რამდენიმე ბრენდს აქვს. მათი ჩვენებები კი საოცრად გამორჩეული და მდიდრულია, პარიზმა Haute Couture 2019 წლის ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს უმასპინძლა. მოდის სახლებმა ტრადიციისამებრ არაორდინალური პოდიუმები გაშალეს, Dior-ის დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ კოლექცია ცირკის თემაზე ააგო, შესაბამისად პოდიუმი თვალწარმტაცი კარვის ქვეშ გაიშალა! ცირკის აკრობატებს და მოცეკვავეებს არ დაუტოვებიათ სცენა..



SPRING 2019 COUTURE
Christian Dior


მარიამ კვლავაც ფემინისტური შეხედულებით განადიდა და შეამკო ქალთა ძალა. მოდელებს შავი კოსტუმებიდან დაწყებული, ჰარლეკინის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ერთნაირი გრაციოზულობით ემოსათ. რა თქმა უნდა აღსანიშნია სამკაულები და აქსესუარები, სიახლეს თვლებით მოჭედილი საცურაო-ქუდები წარმოადგენდა. მბზინავი ფეხსაცმელები კი ვარსკვლავების აპლიკაციით იყო მოჭედილი.