მოდური პარიზელების ახალი თაობა: სტილის ინფლუენსერი ბლოგერები

Published: 30/01/2019 Views: 402


პარიზელი გოგონები ცნობილები არიან თავიანთი ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით. ზოგიერთი გოგონა საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და იქაური "ქუდი მოირგო", ზოგიერთი კი პარიზშივე დაიბადა. დამწყები მსახიობები და მოდელები, კოსმეტიკისა და მოდის ბრენდების დამაარსებლები, ხელოვნების დამფასებლები და ბლოგერები - ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული თუმცა, ერთნაირად შთამაგონებელია. წარმოგიდგენთ 12 ახალგაზრდა პარიზელს, რომლებიც თქვენს ინსტაგრამს უფრო მოდურს გახდიან.


მოდური პარიზელების ახალი თაობა:
სტილის ინფლუენსერი ბლოგერები





სოლანჟ სმიტი
@solangesmith

მოდელი ჩინური ფესვებით და ნიჭიერი მხატვარი თავს ადვილად მოგაწონებთ. სოლანჟი ესპანეთში დაიბადა და პარიზში სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობის წყალობით მოხვდა. ინსტაგრამზე გოგონა გვიზიარებს მოგზაურობის, სამოდელო მიღწევების, ნატურმორტების და საკუთარი სურათების ფოტოებს.




ელეონორ ლეო ჟანი
@eleonore.leojeanne

ეს გოგონა ცნობილია დაუმორჩილებელი ხუჭუჭა თმით, რომელიც 50-იანების ცნობილი ფრანგი ქალის ჟანა დამასის სტილს იზიარებს. კარდიგანებისა და რომანტიკული კაბების გარდა, გოგონას ლურჯი ჯინსების, ხავერდის და ხელოვნური ბეწვის პალტოების ტარება უყვარს.





ლიუსილია ჩენელი
@lucilliachenel

გალერეა Ultra Moderne-ის დამფუძნებელი იდეალურ ინსტაგრამს აწარმოებს, რომელსაც დააფასებენ ხელოვნების, ვინტაჟური ავეჯის და რომანტიკული გარდერობის მოყვარული ადამიანები.




მიქაელა ტომსენი
@thomsenmichaela

ქერა გოგონა, რომელიც 1990-იანი წლების მოდური ფოტოების გმირს მოგვაგონებს, შინაურ ცხოველებთან გადაღებულ სურათებს ხშირად გვიზიარებს. ასევე, მიქაელა ლაჟვარდოვანი სანაპიროთი შთაგვაგონებს და დასთან ერთად საკუთარი ორგანული კოსმეტიკის ბრენდს აწარმოებს.





ემელი ტომსენი
@thomsenemelie

მიქაელას და და კომპანია Thomsenbeauty-ის თანადამფუძნებელი მუდამ სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. ყველაზე თამამ ფოტოებშიც კი გოგონა ძალიან ორგანული და მოდუნებულია.





ლენა სიმონი
@lena.simonne

ლენა მოდელია, ცნობილი ბელგიელი რეპერის, რომეო ელვისის შეყვარებული, ასევე თამამი ფოტოების და 1990-2000-იანების ესთეტიკის სელფების მოყვარული. მის გვერდზე რეალური ცხოვრების ფოტოები ჰარმონიულად ერწყმის პროფესიულ ფოტოსესიებს.





ელიზი გამბერინი
@alizeegamberini

მოდის ბლოგერის გარდერობი შეგვიძლია ორი სიტყვით დავახასიათოთ: ბიჭური და კომფორტული. გოგონა გიჟდება დიდი ზომის სვიტრებზე, სწორ ჯინსებზე, პერანგებზე და მამაკაცური ფორმის პალტოებზე. ინსტაგრამზე პოპულარობის გამო ელიზმა წარწერებიანი მაისურების კოლექციაც გამოუშვა, რომლებიც Oversize ჯინსის ქურთუკებს უხდება.





ადელ ფარინი
@adelefarine

დამწყები მსახიობი ცისფერი თვალებით მოურიდებლად გვიზიარებს ფოტოებს აბაზანიდან და არც გარდერობის დემონსტრირება ავიწყდება. მისი სტილი ძირითადად ქალურ კაბებს და მკაცრ კოსტიუმებს მოიცავს.



ანაბელ ბელმონდო
@annabelle.belmondo

ეს ლამაზი შავგვრემანი ჟან-პოლ ბელმონდოს შვილშვილია. ის გატაცებულია იოგით, ბევრს მოგზაურობს, გიჟდება ძაღლებზე...





ალექსანდრა რიჩი
@riccialexandra

ბლოგერი, მოდელი, სასაცილო ემბლემების ბრენდის Nip Pins-ის შემქნელი გიჟდება ყვითელ ფერზე, კოპლებიან კაბებზე, თეთრ შარვლებზე და კატებზე.





ლეა ბონო
@leabonleabon

ლეა კანადაში დაიბადა, თუმცა ახლა პარიზში მოდელად მუშაობს. ის ბრაზილიური "ვოგის" ფოტოსესიაში გადაიღეს. ინსტაგრამზე ლეა სელფებს და შთმაგონებელ, განწყობის ასამაღლებელ ფოტოებს აქვეყნებს.




მარია-ანია კასტა
@marieangecasta

ცნობილი ლამაზმანის, ლეტიცია კასტას პატარა და პარიზის მოდის კვირეულებს ხშირად ესწრება. მარია-ანია casual სტილით გვხიბლავს და მუდამ ბუნებრივი თმის ვარცხნილობით გამოირჩევა, ისევე როგორც "ნამდვილი პარიზელი გოგონები".