2019 წლის Grammy-ის გამარჯვებულები და სტუმრების ჩაცმულობა

Published: 12/02/2019 Views: 468


Grammy-ს მუსიკალური დაჯილდოების ხალიჩა ულამაზესი და უნიჭიერესი არტისტი ქალების გამოჩენის შემდეგ haute couture პოდიუმს დაემსგავა. ქალბატონებმა 2019 წლის გრემის ცერემონიისთვის მოირგეს უახლეს, პარიზის მაღალი მოდის ჩვენებაზე წარმოდგენილი კაბები. კარდი ბიმ კი 3-ჯერ გამოიცვალა და სამივეჯერ Thierry Mugler-ის ვინტაჟ კაბა ემოსა, რეპერი წლის საუკეთესო ალბომისთვის 'Invasion Of Privacy' დააჯილდოვეს. კარდი ბისთან ერთად გრემის ჰედლაინერები გახდნენ ლედი გაგა, Dua Lipa, Kacey Musgraves...





2019 Grammy
წლის სიმღერა: THIS IS AMERICA - Childish Gambino
წლის ალბომი: GOLDEN HOUR - Kacey Musgraves
წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი: DUA LIPA


წლის საუკეთესო სოლო შესრულება Pop ჟანრში:
JOANNE (WHERE DO YOU THINK YOU'RE GOIN'?) - Lady Gaga

წლის საუკეთესო დუეტი Pop ჟანრში:
SHALLOW - Lady Gaga & Bradley Cooper

წლის საუკეთესო საცეკვაო სიმღერა:
ELECTRICITY - Silk City & Dua Lipa Featuring Diplo & Mark Ronson

წლის საუკეთესო სოლო შესრულება Country ჟანრში:
BUTTERFLIES - Kacey Musgraves

წლის საუკეთესო ალბომი Pop ჟანრში:
SWEETENER - Ariana Grande

წლის საუკეთესო Rap ალბომი:
INVASION OF PRIVACY - Cardi B

წლის საუკეთესო Contemporary ინსტრუმენტალური ალბომი: STEVE GADD BAND
წლის საუკეთესო Alternative ალბომი: COLORS - Beck
წლის საუკეთესო R&B ალბომი: H.E.R.

ნომინანტთა და გამარჯვებულთა სრულ ჩამონათვალს იხილათ გრემის ოფიციალურ საიტზე, ლინკზე: complete-nominees-and-winners-list





სტუმრების ჩაცმულობა 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე


კეიტი პერი და კაილი ჯენერს Balmain Couture, მაილი საირუსს Mugler-ის კოსტუმი ემოსა, St. Vincent-ს კაბა Giambattista Valli Couture კოლექციიდან, ეშლი სიმპსონი Georges Chakra Couture, ჯორჯა სმიტს Balmain, H.E.R Coach-ის კომბინიზონი-კაბით და Judith Leiber-ის Couture ჩანთით...

გრემი ანუ მუსიკალური სამყაროს "ოსკარის" დაჯილდოება მუდამ გამოირჩევა ეპატაჟური ლუქებით, ზოგიერთს ეს კარგად გამოსდის, ზოგიერთი კი უბრალოდ ეპატაჟურად და უგემოვნოდ გამოიყურება, განსხვავებით მათი მუსიკისგან..