ქართველი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი უცხოელი სელებრითები!

Published: 12/02/2019 Views: 797


სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებს ცნობილ ქალბატონებზე. წარმოგიდგენთ ბოლოდროინდელ ფოტოებს, როდესაც უცხოელ სელებრითებს ქართული ბრენდები ემოსათ


კენდალ ჯენერს ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობის დროს ქართველის მიერ: დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი VETEMENTS-ის ყვავილებიანი კაბა ეცვა, თუმცა იმდენად დიდია დემნას ბრენდის წარმატება, რომ ეს ფაქტი არ გვაკვირვებს. ხოლო საქართველოში დაფუძნებული მოდის სახლების წარმატება ნამდვილად აღსანიშნია! keep reading...




ადრიანა ლიმამაც Maybelline-ს მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მისი საყვარელი დიზაინერის David Koma -ს კაბა შეარჩია, თუმცა დავით კომახიძეც უცხოეთში მოღვაწეობს.




სულ რამდენიმე დღის წინ კენდალმა კვლავ მიიპყრო მოდის მიმდევართა ყურადღება, Tiffany & Co.-ს გამოფენაზე “Modern Love” მას Dalood-ის, მაკა კვიციანის დიზაინით შექმნილი ლუქი ამშვენებდა! შავი კოსტუმი ტყავის ხელთათმებით თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან გვეცნობოდა.

ქართული ბრენდების წარმატებას უცხოეთში
რამდენიმე სტილისტის სიმპათია განაპირობებს, მათთან კონტაქტზე კი ლოს ანჯელესში ქართველების მიერ დაფუძნებული PR სააგენტო - TATA-LA მუშაობს / TATA-LA.COM




კენდალი Dalood-ის პიჯაკს მეორე დღესაც ვერ შეელია და ის საკუთარი სთაილინგით კიდევ ერთხელ მოირგო!



29 იანვარს ლოს ანჯელესში, შეყვარებულის კალათბურთის მატჩზე დასწრებისას კენდალს Natia X Lako ოქროსფერი დრაკონის საყურეები ეკეთა, რომელიც ნათია ხუციშვილის და ლაკო ბუკიას კოლაბორაციის შედეგია.




თებერვლის თვეშიც ამშვენებდა სუპერმოდელს Natia X Lako, ოქროსფერი საყურეები ატმისფერ პიჯაკთან ერთად მოიხდინა Stuart Weitzman-ის მნიშვნელოვან წვეულებაზე, ნიუ იორკში.



ხლოი კარდაშიანი კი აღფრთოვანებაში მოიყვანა ანუკი არეშიძის მბზინავი პაიტეკებით მოჭედილა ტრენჩმა, ხლოიმ ის YEEZY-ს მაღალყელიან ჩექმებთან ერთად მოირგო BECCA cosmetics-ის ლანჩზე. ხლოის ჩაცმულობის კაშკაშა-ვიდეო კიმ კარდაშიანმაც კი დაპოსტა.




კელი როულანდს ANOUKI-ს მბზინავი შარვალი Anti-Bullying კამპანიის ვიდეოში ემოსა, ასევე გიჩვენებთ კელის ფოტოს Natia X Lako-ს საყურეებით და გიორგი ქებურიას თეთრი პიჯაკით.



ანუკის მბზინავი ტრენჩიც მოხვდა ამერიკული გამოცემის LADYGUNN-ის ფოტოსესიაში. ELLE-ს ფურცლებზე კი შეხვდებოდით Natia X Lako-ს საყურეებს, ის Normani-ს ამშვენებდა.




Natia X Lako საყურეები კარგა ხანია პოპულარობით სარგებლობს
საქართველოში და ევროპაში, აშშ-ში რამდენიმე თვის წინ კეიტი პერი და კელი როულანდსაც ამშვენებდა ისინი. კეიტი და კელის განსაკუთრებით ხშირად მოსავთ ქართული ბრენდები, რაც როგორც ითქვა მათი სტილისტების დამსახურებაა.



ლინდსი ლოანი George Keburia-ს ვარდისფერ კოსტუმში გამოწყობილი პოზირებდა ჟურნალ Paper-ის ფოტოსესიაში. ასევე ეშლი სიმპსონმაც ქებურიას პიჯაკი მოირგო ჟურნალ Galore-სთვის.



მელოდი ტრენდი frntr0w - აკა ნანიტაშვილის პიჯაკით.



კიდევ ერთი ქართული ბრენდი იხვეჭს პოპულარობას უცხოეთში, Crosty-ის სპორტული ფეხსაცმელი GQ-ს დაჯილდოებაზე პატრიკ შვარცნეგერმა მოირგო (არნოლს შვარცნეგერის ვაჟი, მსახიობი). Crosty ფეხსაცმლით დააფიქსირეს სოფია რიჩი, და სხვა მრავალი ინფლუენსერი-ბლოგერი.



საინტერესოა ქართული შრიფტით დამშვენებული Crosty-ს ფეხსაცმლის მოდელიც თუ მიიპყრობს სელებრითების ყურადღებას...