როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ პაემანზე ზამთრის საღამოს

Published: 12/02/2019 Views: 545


The Fashion Spot მოდის ინფლუენსერი ქალბატონების ფოტოების დახმარებით წარმოგვიდგენს, თუ როგორი უნდა იყოს შეყვარებული ქალის ჩაცმულობა ვალენტინობის დღეს:

- როცა ჯინსი ყოველდღიურობის ნაწილია, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით საღამოს შეხვედრა კი დაგეგმილი, თუმცა ვითომ მოულოდნელი სიურპრიზი - სტილისტები გვირჩევენ გავახალისოთ ლუქი ქუსლიანი ფეხსაცმლით და ორიგინალური ჭრილის ჯემპრით.





- თბილ ჯემპრთან იმავე ტონალობის ატლასის ქვედაბოლო ისეთივე ჰარმონიული და რადიკალური შეხამებაა, როგორც ინი და იანი.



- თუ კი ქვედაბოლო აპლიკაციებით, თვლებით და ნაქარგით არის მორთული, ეს სხვა ქალბატონების მზერის მისაპყრობი მანევრია. სასურველი კაცის ყურადღებას კი გვერწმუნეთ, სწორად შერჩეული აქსესუარები, მაკიაჟი ან კაბის ჭრილი - გამჭვირვალობა უფრო მიიქცევს.



- ვარდისფერი და წითლის ჭიდილი - მრავალფეროვანი ბუნების გადმოსაცემად.



- ფერები, ფუმფულა სვიტერი და მოულოდნელი სიშიშვლე საპატიო დოზით.



- მთელ ლუქს მხოლოდ დეტალები განსაზღვრავს, მკაფიო და მნიშვნელოვანი დეტალები.



- სიყვარული ფრანგული ფილმის სტილში სასიამოვნო მუსიკითა და კარგი ღვინით.



- გრძელი ყვავილებით მოჩითული რომანტიული კაბები - ტრადიციული და სიმართლე რომ ვთქვათ მეტად ბანალური... თუმცა არჩევანი თქვენზეა.



- თეთრი კაბა ქორწინების დღის მოგონებების პატივსაცემად, ან სულაც.. იდეის მიწოდების დონეზე:)



- იდეალური ვალენტინობის დღის ლუქი შესაძლოა ჩვენს წარმოდგენაში მართლაც ასე გამოყურება, თუმცა რა არის წითელ ტრენჩს მიღმა?



- თუ კი თქვენი ჩაცმულობა მინიმალისტური და გაურკვეველია თქვენი ურთიერთობასავით:) დაიხმარიეთ თმისსამაგრები და აქსესუარები, რომლებიც აუცილებლად უნდა დარჩეს თქვენს გარდერობში ვალენტინობის დღის შემდეგაც კი.

გახსოვდეთ, რომ კაცები ყველაფერს ბევრად მარტივად აღიქვამენ, ნუ გადააჭარბებთ. თმისსამაგრების ტრენდულობა შესაძლოა ბავშვური იმიჯისგან ბევრმა ვერ გაარჩიოს. დაიცავით კანონზომიერება: სილამაზე - გლამურამდე.