კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა, და უკვე დაინიშნა მისი შემცვლელი Chanel-ში

Published: 19/02/2019 Views: 485


19 თებერვალს კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებამ შეძრა სამყარო. ლეგენდარული, ერთერთი ყველაზე სტაბილური და ცნობილი დიზაინერი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარლი 36 წლის განმავლობაში გახლათ Chanel-ის დიზაინერი, ამასთან ერთად მის სახელს უკავშირდება Fendi და Chloe. დღის ბოლოს კი Chanel-ის მოდის სახლმა გაგვიმხილა, თუ ვინ ჩაანაცვლებს კრეატიულ ხელმძღვანელს.

კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდგომ Chanel-ის კრეატიული დირექტორის პოსტი სტაჟიანმა თანამშრომელმა: ვირჯინ ვიარდიმ დაიკავა

Chanel-ში ლაგერფელდის შემცვლელად მოიაზრებდნენ მარკ ჯეიკობსს, ჰაიდერ აკერმანს ან ედი სლიმანს. თუმცა ბოლო ჩვენების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მას შანელის კრეატიული სტუდიოს განყოფილების ხელმძღვანელი - ვირჯინ ვიარდი დაიკავებდა. კარლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პარიზის haute couture მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის ბოლოს პოდიუმზე მადლობა შანელის სახელით სწორედ ვირჯინმა მიიღო, ის უკვე 30 წელია მუშაობს Chanel-სთვის და კარლის ცუდად ყოფნის პერიოდშიც პირნათლად ასრულებდა მის სურვილებს და დანაბარებს. სწორედ ასეთი უსაფრთხო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა Chanel-მა, რომელსაც მადმუაზელ გაბრიელ შანელის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წლიდან კარლი ხელმძღვანელობდა და ფლობდა თანამშრომლობის უსაზღვრო კონტრაქტს - მის გარდაცვალებამდე.




კარლმა შეძლო Chanel-ის თვითმყოფადობის შენარჩუნება და ამავდროულად მისი განვითარება.
რამდენჯერმე დაუბრუნა სიცოცხლე კოკოს საყვარელ ტვიდის პიჯაკებს, little black dress, ორ ტონში შესრულებულ ფეხსაცმელებს, quilted ჩანთებს და მარგალიტის ყელსაბამებს. ამბობდა, რომ ბრენდში მისი დანიშნულება თანამედროვეობასთან ადაპტირება და საქმის ისე კეთებაა, როგორც ამას თავად (კოკო შანელი) გააკეთებდა. კარლი გახლდათ დიზაინერი, კამპანიების ფოტოგრაფი და რეჟისორიც. მან შეინარჩუნა Chanel როგორც ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი.

მშვიდად განისვენე კარლ,
წარმატებები ვირჯინ!





Karl Lagerfeld:
“My job is not to do what she did, but what she would have done. The good thing about Chanel is it is an idea you can adapt to many things.”

Alain Wertheimer, CEO of CHANEL: “Thanks to his creative genius, generosity and exceptional intuition, Karl Lagerfeld was ahead of his time, which widely contributed to the House of CHANEL’s success throughout the world. Today, not only have I lost a friend, but we have all lost an extraordinary creative mind to whom I gave carte blanche in the early 1980s to reinvent the brand.”




Bruno Pavlovsky, President of Fashion at CHANEL: “Fashion show after fashion show, collection after collection, Karl Lagerfeld left his mark on the legend of Gabrielle Chanel and the history of the House of CHANEL. He steadfastly promoted the talent and expertise of CHANEL’s ateliers and Métiers d’Art, allowing this exceptional know-how to shine throughout the world. The greatest tribute we can pay today is to continue to follow the path he traced by – to quote Karl – ‘continuing to embrace the present and invent the future’.”




ყველასთვის ცნობილია, რომ კარლის ერთადერთი მემკვიდრე მისი კატაა.
თუმცა საინტერესოა, თუ უანდერძა რაიმე მის ნათლულებს.