შეკრულია თუ არა კიმ კარდაშიანი ტანსაცმლის დიზაინის გამყალბებელ საიტ Fashion Nova-სთან?

Published: 20/02/2019 Views: 757


კარდაშიან-ჯენერების ოჯახი უდავოდ გავლენას ახდენენ მასს-მოდაზე. კიმის, ხლოის, კორტნის, კაილი და კენდალის არჩევანზეა დამოკიდებული ტრენდების დამკვიდრება. ხოლო ტანსაცმლის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ჭკუა იხმარა და ისინი ტანსაცმელს აკოპირებენ კარდაშიანების პაპარაცული ფოტოების გამოჩენის შემდეგ! მაგალითად საიტს Fashion Nova სპეციალური განყოფილება აქვს, რომელიც კარდაშიანების გარდერობს ხელმისაწვდომ ფასში იმეორებს, აქ შეხვდებით როგორც კარდაშიან-ვესტის დიზაინით შექნილი სამოსის კოპიებს, ასევე იმ ცნობილი დიზაინერების ქმნილებებს, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ მოირგეს კარდაშიანებმა.

fast-retail კომპანიების თემასთან დაკავშირებით კიმმა მრავალჯერ გააკეთა კომენტარი და გააკრიტიკა, თუ რა უნამუსოდ იპარავდნენ დიზაინერების ინტელექტუალურ საკუთრებას. თუმცა... რამდენიმე დღის წინ კიმი და Fashion Nova თანამშრომლობაში ამხილეს!

როგორც წესი Fashion Nova-ს მინიმუმ ათიოდე საათი ან რამდენიმე დღე ჭირდებოდა კიმის კაბების გადასაკოპირებლად და ონლაინ-მაღაზიის საიტზე გამოსატანად, თუმცა მცირე შეცდომის თუ გასაოცარი (აჰმ, შეუძლებელი!) დედუქციური გათვლის შედეგად - მათ კიმს 4 დღით დაასწრეს კაბის გადაკოპირება! სანამ ის საერთოდაც სთორის ატვირთავდა და სახლიდან ფეხის გადგმას მოასწრებდა, საიტი უკვე pre-order-ის სახით მზად იყო, კიმის პაპარაცების ობიექტივში მოხვედრის შემდგომ კი აქტიურად დაარეკლამეს ანალოგიური კაბა.




დიახ დიახ, ვიცით რომ უკვე თქვენც დაინტერესდით ამ ონლაინ-მაღაზიით, იხილეთ ლინკზე: www.fashionnova.com kardashian dress!

შესაბამისად გაჩნდა ეჭვი... თავად კიმ კარდაშიანი ხომ არ არის შეკრული Fashion Nova-სთან? რადგან ვიცით, რომ შავი პიარიც პიარია. აღნიშნულ თანამშრომლობასთან კავშირი Diet Prada-ს ინსტაგრამ-ფეიჯმა გააჟღერა და კიმის უარყოფითი თვითების მიუხედავად... არ გვჯერა:)


Mugler-ის ვინტაჟ კაბა 1998 წელს შეიქმნა ლეგენდარული მოდის სახლის მიერ, ის გაყიდვაში აღარ არის და სიაში ჩაწერაა საჭირო, რომ მიიღოთ მისი ჩაცმის პატივი. Fashion Nova-ს საიტზე კი იდენტური კაბა უკვე $49-ად იყიდება! და იმისდა მიუხედავად, რომ კაბის დიზაინი 21 წლისაა საიტმა ის კონკრეტულად კიმის არჩევანის გამო დააკოპირა.

"Only two days ago, I was privileged enough to wear a one-of-a-kind vintage Mugler dress and in less than 24 hours it was knocked off and thrown up on a site - but it's not for sale. You have to sign up for a waitlist because the dress hasn’t even been made to sell yet,"
- წერს კიმი თვითერზე.




ერთადერთი ვერსია, რომელიც კიმს გაამართლებს Mugler-ის კაბის მომლოდინეთა სიიდან მისი სახელის გამჟღავნება იქნებოდა,
რაზეც კომენტარი არ კეთდება. კიმი უბრალოდ უარყოფს კავშირს და "არ ესმის ეს როგორ იკადრეს". საინტერესოა დიზაინის დაკოპირების გასაჩივრებას თუ შეძლებს Mugler-ის მოდის სახლი.

Kim Kardashian:
"So, as always, don’t believe everything you read and see online. I don’t have any relationships with these sites. I’m not leaking my looks to anyone, and I don’t support what these companies are doing."

"It’s devastating to see these fashion companies rip off designs that have taken the blood, sweat and tears of true designers who have put their all into their own original ideas"