Jacquemus RTW Fall 2019

Published: 26/02/2019 Views: 146


Jacquemus - პარიზის, თანამედროვე მოდის სახეა!


ახალგაზრდა უნიჭიერესი ფრანგი დიზაინერი განაგრძობს მსოფლიოს დაპყრობას, მას ახალგაზრდა კარლ ლაგერფელდსაც კი უწოდებენ. სიმონ პორტ ჟაქმუსმა პოდიუმზე პატარა ქალაქი მოაწყო, ყვავილების და ხილის დახლის ფონზე მოდელები თავდაჯერებულად მოსეირნობდნენ და თითქოსდა არც არაფერი ადარდებდათ. თუმცა დიზაირმა გაგვანდო, რომ შემოდგომის კოლექციაზე ბევრი იფიქრა და შეეცადა მეტად გამოეხატა მასკულანური მხარე.






Jacquemus RTW Fall 2019 თუმცა მის შთაგონებას კვლავ ნათელი მოგონებები - სალონ-დე-პროვანსში გატარებული ბავშვობის წლები და კომედიური ფილმები Mon Oncle და Les Demoiselles de Rochefort წარმოადგენს.

ჟაქმუსი მინიმალიზმის სახით მაქსიმალურად გადმოსცემს არისტოკრატი ქალის სექსუალურობას და დამოუკიდებლობას, სისადავითა და სინაზით. სიმონის ნივთები გამოკვეთენ ძლიერი და ჩამოყალიბებული ქალის ხასიათს, და ის არ არის იმიჯის ნაწილი.


Jacquemus შემოდგომა 2019-ის ჩვენების მოსაწვევი და პოდიუმი, პარიზის მოდის კვირეული.



Jacquemus-ის მინი ქალაქში თავი მოიყარა პარიზის ელიტამ, მათ შორის იყვნენ: ორსული ტინა კუნაკი, ბლოგერი გაბრიელ კუნსილი, ჟან დამასი, ქეროლინ ვრილანდი...




Jacquemus
Fall 2019 Ready-to-Wear





დიზაინერი: Simon Porte Jacquemus



ფოტოები ჩვენების დასრულების შემდეგ: მოდელები და სტუმრები