raver-ების fave 3 დიზაინერი პარიზიდან

Published: 28/02/2019 Views: 183


თანამედროვეობის 3 გამორჩეული დიზაინერი პარიზიდან, რომელთაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ თუ კი ტექნო-სცენის მოყვარული ხართ, მაგრამ ცხოვრება პერიოდულად ხომ ანდერგრაუნდს მაღლაა. მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულზე დიზაინერებმა ბერლინიდან პარიზში გადაინაცვლეს.

ამ რეიტინგის სათავეში ფრანგი დიზაინერი Marine Serre იქნებოდა, თუმცა მას ცალკე არტიკლი მიეძღვნა ედითორიალზე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.


1.
გასული წლის LVMH-ის პრიზიორმა დიზაინერმა, ლონდონში მოღვაწე კორეელმა Rok Hwang-მა სადებიუტო ჩვენება გამართა პარიზის მოდის კვირეულზე. rokh-მა სტუმრები ერთერთ ბნელ სარდაფში შეკრიბა, შუქმნათობები კი თავად მოდელებს ეჭირათ და ვხედავით, როგორ ოსტატურად იყო გაჟღენთილი ოფისის სამოსი გრანჟ სტილით. კოლექციას “Teenage Nightmare” ეწოდება, ეს სკეიტით მოსრიალე თინიეჯერების კოშმარული grown-up სიზმარია, სადაც ცდილობ მოერგო სამუშაოს რუტინას.

rokh
Ready To Wear, Fall Winter 2019 Paris
Credits: Regis Colin Berthelier for NOWFASHION



2.
ასევე ანდერგრაუნდის განწყობაზეა Ottolinger, თუმცა მთავარია განწყობა, ჩვენებისთვის მე-19 საუკუნის Lycée Jacques Decour თეატრის დარბაზი გარდაქმნეს. ბრენდს მიღმა დგანან წარმოშობით შვეიცარიელი, ბერლინში მოღვაწე დიზაინერები Christa Bösch და Cosima Gadient. დეკონსტრუირებული დეტალების სიუხვით გამორჩეული კოლექციის თემას Cixin Liu-ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველა “The Three Body Problem” წარმოადგენდა.


Ottolinger
Ready To Wear, Fall Winter 2019 Paris
Credits: Guillaume Roujas for NOWFASHION




3.
პარიზის ყურადღების ცენტრშია ბრენდი Koché, მის უკან ფრანგი დიზაინერია: Christelle Kocher. მან streetwear, vintage, ფოლკ და ინდუსტრიული სტილის მიქსით შექმნილი ძლიერი კოლექციებით დაგვამახსოვრა თავი. დრამატულ ხასიათს couture-ის ხარისხით ქმნის შავისა და წითელი ფერის, ლურჯი ბარხატის და ვერცლისფერის ელვარების სინთეზი. ამასთანავე Koché კოლაბორაციაშია Nike-თან, რაც თავის მხრივ სპორტულ დინამიკას მატებს კოლექციას.

Koché
Ready To Wear, Fall Winter 2019 Paris
Credits: Gio Staiano for NOWFASHION