TREND: მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები შეცვლილი იმიჯით დაგვიბრუნდა

Published: 11/03/2019 Views: 241


მოდა რომ ბრუნავს ცხადია, ვიცით. ყველაფერი მეორდება და გამონაკლისი არც ეს სამხრე-ჩანთებია. უკვე მერამდენე სეზონია მათ თანამედროვე დიზაინერები და მოდის სახლები ახლებული სახით გვთავაზობენ, ნამდვილი ბუმია! და დავფიქრდით, საერთოდ რატომ გადავიდა მოდიდან მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები?

ამ ეტაპისთვის გაყიდვების ლიდერია Dior-ის saddle bag, მას მოსდევს Prada-ს "სიდონია", რომელიც მოდის სახლის 2000-იანი წლების ჩანთის მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა და Fendi-ს "ბაგეტი", რომელიც ასევე ძველი მოდელის რეინკარნაციას წარმოადგენს და ინფლუენსერი გოგონები გამუდმებით იმეორებენ - "ეს არ არის ჩანთა, ეს ბაგეტია!"




The Baguette სტილის ჩანთის პოპულარობა 2000 წლებიდან ითვლის სათავეს, განსაკუთრებით აქტუალური იყო Sex and The City-ს პერსონაჟის კერი ბრედშოუს გარდერობში. იმ პერიოდისთვის საკმაოდ არაპრაქტიკული, მსგავსი მცირე ზომის ჩანთები ქალურობასთან და სიკეკლუცესთან ასოცირდებოდა, ახლა კი იმიჯი რადიკალურად შეიცვალა!

- რა სჭირდება თანამედროვე გოგონას?
- მობილური, პლასტიკური ბარათი და სულ რამდენიმე ნივთი. განა ვის აქვს ნერვები თან ატაროს დიდი ჩანთა, თანაც სულ ხელში ეჭიროს? Oh, no!



@alyssainthecity


Prada Tie-Dye Sidonie Shoulder Bag ($3350


Dior Saddle Bag in Black Calfskin ($3350)


Fendi Baguette ($2690)


Christian Dior Pre-Owned Diorissimo Mini Saddle Pochette ($695)


FENDI LOGO SHEARLING BAGUETTE SHOULDER BAG $2,000


წარმოგიდგენთ ფოტოებს, სადაც მოდურ It girl-ებს მხარზე გადასაკიდი ჩანთები მოურგიათ და პოზირებენ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

@mvb


@moderosaofficial Dior და Prada ჩანთებით



@leoniehanne Fendi და Dior ჩანთებით



@annarvitiello Prada, Chanel და rejina pyo ჩანთებით