Fabriche გაზაფხული 2019 კოლექცია

Published: 18/03/2019 Views: 708


Fabriche-ს კოლექციები უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით იქმნება, რომელიც შეესაბამება წარმატებული და გემოვნებიანი ქალბატონის მოთხოვნებს. სამოსი გამორჩეულ კლასიკურ დიზაინთან ერთად მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად ყოველდღიურია.

უნიკალური ხელწერისა და ხარისხის გათვალისწინებით, Fabriche ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქართული წარმოების ბრენდად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ფებრიშის მიღმა დგანან დიზაინერები: მირანდა ახობაძე და ნინო გიგინეიშვილი. თავდაპირველად, სხვადასხვა ატელიესთან თანამშრომლობდნენ, დღეს კი ფებრიშის 2 ატელიე აქვს ბათუმსა და თბილისში!


Fabriche
Spring Summer 2019

Miranda Akhobadze & Nino Gigineishvili
Photographer: Lasha Bakuradze
Model: Maria Budagashvili [Geomodels]
MUA: Sopio Makhlauri [Make Up institute Georgia]