Maia Javakhishvili: Fashion Jewelry

Published: 18/03/2019 Views: 635


აქსესუარების დიზაინერი: მაია ჯავახიშვილი
მაია ჯავახიშვილის სამკაულებმა კარგა ხანია მიიპყრო თბილისელ მოდის მიმდევართა ყურადღება, ასევე წარმატებით სარგებლობს უცხოეთში. მაიას ინსტაგრამს ულამაზესი ილუსტრირებული ესკიზები და ცხადყოფილი სამკაულები ამშვენებს:

@maiajavakhishvili15
Maia Javakhishvili: Fashion Jewelry



ქნ. მაიამ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი. პირველად 1998 წელს თეა ცქიტიშვილთან ერთად მოაწყო სამკაულების (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები) გამოფენა გალერეა "შარდენში". მას შემდეგ პერიოდულად ქმნის აქსესუარებს, იყენებს სხვადასხვა ტექნიკას და მასალებს, 2010 წლიდან მუშაობს plexiglass და artplastique-ზე.



კლიენტების ფოტო, ინსტაგრამიდან
მაია ჯავახიშვილი:

"დიდ სიამოვნებას მანიჭებს თვითონ მუშაობის პროცესი, დასრულებისას შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს - ვიხმარ თუ არა მე თავად ან ჩემი ქალიშვილი შექმნილ ნივთს? მომწონს მისი გემოვნება და ხშირად ვეკითხები აზრს, რადგანაც ვთვლი რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის."