NEKI Accessories სამკაულები ბათუმიდან

Published: 12/04/2019 Views: 444


NEKI Accessories : საქართველოში, ბათუმიდან აწარმოებს ულამაზეს სამკაულებსა და აქსესუარებს. დიზაინერმა 2015 წლიდან დაიწყო ბისერებისგან სამკაულების აწყობა, მაშინ მისი ქალიშვილი 2 წლის იყო, საყვარელი ხელსაქმე კი დეკრეტში მყოფი ეკონომისტისთვის მალე მთავარ საქმიანობად იქცა, სახელი კი შვილს უკავშირდება. ნატალია იყენებს ხარისხიან ბისერებსა და ნახევრად-ძვირფას თვლებს, დიზაინერის მიზანია სამკაულების მშვენებით რაც შეიძლება დიდხანს დატკბენენ ქალბატონები და ბიჟუტერია ესთეტიურად ძვირფას სამკაულად აქციოს.

ესკიზი შექმნის პროცესში ხასიათიდან გამომდინარე ვითარდება, განწყობას კი თავად მატერიალები კარნახობენ. შთააგონებს დიზაინერ Georges Hobeika და Elie Saab-ის კუტიურ-კოლექციის ნაქარგები და ქსოვილები. ხდება ისეც, რომ ინსპირაციას კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით იღებს. კრეატიული პროცესი უსასრულოა.




@NEKI Accessories
სამკაულების და აქსესუარების შეკვეთა და შეძენა Instagram და Facebook-ის ფეიჯიდან შეიძლება. სულ მალე იგეგმება ონლაინ-მაღაზიის გახსნა etsy-ის ინტერნაციონალურ პლატფორმაზე, რადგან NEKI სამკაულები უკვე ისედაც მიმოფანტულია სამყაროს სხვადასხვა კუთხეში.
სამკაულების ფასი 30 ლარიდან იწყება.