NINO SEPO jewelry: all women in me

Published: 02/04/2019 Views: 201
NINO SEPO jewelry: all women in me

NINO SEPO jewelry

ნინო სეფიაშვილის ფიგურული სახეებით დამშვენებული მოოქროვილი სამკაულების კოლექციის ინსპირაციას წარმოადგენს ამონარიდი ნაირა ვადიჰის ლექსიდან: all women in me are tired. პოეტესა ეხმიანება თავისუფლების, ფემინიზმის და პირადი იდენტობის ძიების თემას, ნინო კი მოდის ენაზე თარგმნის პოეზიასა და სიყვარულს.

თავიდან არც კი წარმოედგინა, რომ მისი კოლექცია სრულად სამკაულებს მოიცავდა. პირველად ქაღალდისგან შექმნა სიმბოლური “promise ring”, რომელმაც დასაბამი დაუდო სხვა ქმნილებებს, მალე ნინოსთვის სამკაულების დიზაინი ყველაზე მეტყველი ენა გახდა, ბრენდს Nino Sepo დაარქვა.
პირველი კოლექცია 2011 წელს შექმნა, “Caucasian frame” აღწერდა კავკასიელი ქალის თანამედროვე ყოფას, მძიმე ტრადიციების ფონზე. “Caucasian frame” იტალიურმა Vogue-მ წლის პროექტად დაასახელა. მას მოყვა 2014 FW კოლექცია 'Reincarnation' და 'Trees' 2015 SS, რომლებიც სახლში დაბრუნების და შინაგანი ცვილებების თემაზე იყო დაფუძნებული.

ნინო აქტიურად იღებს მონაწილეობას MERCEDES BENZ თბილისის მოდის კვირეულებზე. ‘‘ALL WOMEN IN ME ” 2019 წლის ზაფხულის კოლექციას განეკუთვნება. Nino Sepo - მისი ქმნილებების მთავარ ღირებულებად ადამიანურ ისტორიებს მიიჩნევს, რაც მეტ ადამიანს შეეხება და შეძრავს, ბრენდი მით უფრო წარმატებულად მიიჩნევს თავს.

‘‘ALL WOMEN IN ME”
NINO SEPO : 2019 SS


• ფოტოგრაფი: Va Zha
• მოდელი: ნატალია ტუსი
instagram: @nino_sepo_