MACHABELI მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტებით, SS19 კოლექცია

Published: 12/04/2019 Views: 115


მაჩაბელი ჯგუფი არის მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება იდეა და ამ იდეის შესატყვისი რეალობა. დიზაინერ, მარიამ მაჩაბლის ნამუშევარი კარდინალურად ახალი ხედვაა ქართული მოდის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტების შერწყმით ელეგანტურ სამოსში განხორციელებულია დახვეწილი თარგით. ქალის ტრადიციულ სინატიფეს თანამედროვეობის ხატად აქცევს.

ამ მოკლე დროის განმავლობაში მარიამ მაჩაბელს მიღებული აქვს მონაწილეობა მსოფლიოს მოდის სხვადასხვა ფლატფორმებზე, როგორებიც არის Mercedes Benz-ის მოდის კვირეულები. არაერთ ცნობილ უცხოურ გამოცემებში, ჟურნალებში დაიბეჭდა სტატიები როგორებიც არის Vogue, Forbes, WWD და სხვა ცნობილი ჟურნალები. ბრენდი MACHABELI წარმატებულად მოღვაწეობს. ყავს მომხმარებელი უკრაინის, გერმანიის,ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის კონტინენტზე.

MACHABELI მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტებით, SS19 კოლექცია Machabeli-ის პრიორიტეტია საქართველოს ღირსეული წარმოჩინება და ქართული ბრენდის პოპულალიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

MACHABELI spring-summer 20119
instagram: @machabeliofficial





კომპანია “მაჩაბელი ჯგუფი”, დაარსდა 2014 წელს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დეველოპმენტი, ღვინის წარმოება და ატელიე “მაჩაბელი”. კომპანიის პრეზენტაცია შედგა 2014 წლის 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში. წარმოადგენილი ქალის სამოსის სადებიუტო კოლექციით იშვიათი და ექსკლუზიური ქსოვილებისგან.

კომპანიის პრიორიტეტებში შედის მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, გარანტირებული ხარისხის ფონზე. ხარისხზე ორიენტირება განპირობებულია უდიდესი პასუხისმბებლობით მაჩაბლების ისტორიის, ჩვენი ქვეყნისა და იმ ადამიანების წინაშე, ვისთვისაც შეიქმნება “მაჩაბელი ჯგუფის” პროდუქტი და დიზაინი.