Irma de Flore-ის პერფორმანსი "Silent Garden" თბილისის MB მოდის კვირეულს ხსნის

Published: 01/05/2019 Views: 425


ფოტოხელოვან და დიზაინერ ირმა შარიქაძის პროექტი
Irma de Flore თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს ხსნის!

Irma de Flore-ს კოლექცია პერფორმანსის სახით იქნება წარმოდგენილი, "Silent Garden" მწერალთა სახლში 2 მაისს მოეწყობა. მიღება Gamrekeli Gallery, „ბარბარესთან“ და სარაჯიშვილთან კოლაბორაციის სახით უმასპინძლებს მოწვეულ სტუმრებს. პერფორმანსი ეძღვნება ცნობილ ფილანტროპისტ დავით სარაჯიშვილს და 20th საუკუნის საქართველოს: ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ესთეტიურ და ჰარმონიულ ფიუჟენს, რომელმაც გამოძერწა უნიკალური ქართული კულტურა. Irma de Flore-ს 2019 წლის კოლექცია ასახავს ყვავილოვან ატმის ბაღს, ფოტოსესია თავად გამართა დიზაინერმა კახეთის ველზე. კოლექცია შექმნილია ნატურალური აბრეშუმის, შიფონის, ორგანზა, ხავერდის ხარისხიანი ქსოვილებით, რომელშიც გაზაფხულის სიოს და მზეს თავისი ელვარება და გამჭვირვალება შეაქვს.





თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე "Silent Garden"-ის პერფორმანსის მხარდაჭერისთვის ირმა მადლობას უხდის ნატა ლომოურს მწერალთა სახლიდან, მაკა ჯიბუტს და ქურასბედიანების ოჯახს, განსაკუთრებით ენდრიუ ქურასბედიანს, რომელიც მზადყოფნაშია უმასპინძლოს სტუმრებს მიღებაზე, მენიუ კი გიორგი სარაჯიშვილმა შეადგინა. ასევე უღრმესი მადლობა გიორგი შამანაურს მუსიკალური გაფორმებისთვის, ის წარმოადგენს გიორგი ჩუბინიშვილის და ვიქტორ დოლიძის რომანსების თანამედროვე ინტერპრეტაციას. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზის გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი პერფორმანსი და მიღება ელით!