Levau Shvelidze lookbook FW19/20

Published: 01/05/2019 Views: 421


„be next fashion design contest 2018“-ში გამარჯვება ლევაუ შველიძემ სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე მოიპოვა. ამბობს რომ, როგორც დამწყები დიზაინერისთვის დასამახსოვრებელი იყო გიორგი ქებურიას რჩევები, კოლაბორაცია რია ქებურიასთან და უტა ბექაიასთან. წელს კი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის შოურუმში პრეზენტაციით წარსდგება! მისი კოლექცია უნისექს გარდერობს წარმოადგენს, ახალგაზრდა დიზაინერისთვის აქტუალურია ქვიარ სამყარო, სქესთა შორის წაშლილი სხვაობა და ამავდროულად მკვეთრი ინდივიდუალიზმი.

Levau Shvelidze lookbook FW 2019-20
on instagram: @levaushvelidze

"ინსპირაცია ყოველთვის არის ეკლექტიკური. განსხვავებული ფსიქო-ტიპები, ფილმები რომლებიც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. სხვადასხვა სტილი,ათწლეული, ეპოქა. სენსიტიური ბავშვობის მოგონებები. ახალი თაობა, პოსტმოდერნისტული (ხელოვნება) ქვიარ სამყარო ცვლილებებისთვის."




Love,
death &
neon komorebi

by Tornike Aivazishvili
at moreislove studio
models: Nika Markariani, Nini Abashidze & Matt Shally
make up: Romeo🌱

"ამ კოლექციაშიც გავაცოცხლე ჩემი ანდროგენული გარეგნობის პერსონაჟები, გმირები და ჯადოქრები, რომლებსაც ბავშვობიდან ვხატავ. ფერადი უტოპიური სამყარო სადაც ისმის მუსიკა, ასევე არის სიყვარული, სიკვდილი და ნეონის კომორები ანათებენ. ტანსაცმელი კი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში იქმნება რეალიზდება უნისექს გარდერობის სახით."