Ani Datukishvili FW19 lookbook

Published: 02/05/2019 Views: 551


ანი დათუკიშვილი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2019-20 წლის კოლექციას 30 ლუქით წარმოადგენს. დიზაინერისთვის ინსპირაციის წყაროდ მე-20 საუკუნის ქართული ინტერიერის დიზაინი იქცა: "პარკეტი", ქვის იატაკის წყობის პრინტი, ქართული ხალიჩა. ასევე "ქეთო და კოტე" ოპერის აფიშის პოსტერი და განცხადებების ბლოკი ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებიც ექსკლუზიურ პრინტს წარმოადგენს და ლაითმოტივად გასდევს კოლექციას.

ასევე დიზაინერის წარმოსახვაზე გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ბავშვთა ჩაცმულობამ ნაქსოვი კარდიგანებით, საყელურებით და მინი ქვედაბოლოებით. ძირითადად გამოყენებული ფერები: თეთრი, შავი, კრემისფერი, მწვანე და მუქი ლურჯი გამოსახულია სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის იტალიური და ფრანგული ქსოვილებით. კოლექცია შექმნილია საქართველოში. დათუკიშვილის FW19 კოლექციის მხარდამჭერი გახლავთ Instituto Marangoni, ანი ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული და ამბასადორია.