მოდის კვირეული ნიუ-იორკში: ყველაზე ეფექტური Street Style

Published: 13/09/2019 Views: 205
მოდის კვირეული ნიუ-იორკში: ყველაზე ეფექტური Street Style


ნიუ-იორკის მოდის კვირეული
სექტემბერი 2019



ამერიკული მოდის კვირეული ტრადიციულად გვამახსოვრდება არამხოლოდ ისეთი გრანდიოზული ჩვენებებით, როგორებიცაა Ralph Lauren, Jeremy Scott, Longchamp, Brandon Maxwell, Prabal Gurung, Jason Wu და სხვები, არამედ შთამაგონებელი ქუჩის ქრონიკით.

სურათებით გაგიჭირდებათ მიხვდეთ თუ როგორი ამინდია ახლა ნიუ-იორკში. ზოგიერთი მოდის მიმდევარი ტოპებში და მოკლემკლავიან კაბებში სეირნობდა, ზოგი კი აქტიურად ახდენდა საშემოდგომო გარდერობის ჰიტების დემონსტრირებას: ტრენჩები, ჯემპერები, ტყავის შარვლები და კაბები, კოსტიუმები და კომბინიზონები.

ბევრმა სტუმარმა მიანიჭა უპირატესობა მინი ქვედაბოლოს და მას პიჯაკები და უხეში ფეხსაცმელები შეუხამა. შეამჩნევთ ცნობილ მოდელებსა და სფეროს გამოჩენილ სახეებსაც.



თუ მინი ქვედაბოლოები თქვენი სტილი არაა, ყურადღება მიაქციეთ გრძელ, ჰაეროვან კაბებს. ბევრმა ფოტოობიექტივში მოხვედრილმა გმირმა სწორედ მსგავსი სტილი არჩია ყვავილოვანი პრინტით. მცენარეების გარდა, სამოსზე ვხედავდით კუბოკრულ ელემენტებსაც.

მოდის რედაქტორებმა და ბლოგერებმა გადაწყვიტეს ზაფხული გაეხანგრძლივებინათ და კაბები, მაისურები და ჟაკეტები ლიმნის, ღია ნარინჯისფერი და სალათისფერი ტონალობებით არჩიეს.



ქუჩის სტილში ადგილი ნეიტრალურ ტონალობებსაც დარჩათ: ხორცისფერს, შავს, თეთრს. ამ გამაში წარმოდგენილი სამოსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა სამუშაო დღეებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა პერანგები უჩვეულო ნაკერებით და ასიმეტრიული კაბები.



განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ფეხსაცმელებს და აქსესუარებს. წელს თვალს გვჭრის ფეხსაცმელები კვადრატული ცხვირით, კედები, ბოტფორდები და მთის ბათინკები. თავის მოსართავად სტუმრებმა აირჩიეს პანამა და ბერეტი ქუდები. არ დაგავიწყდეთ სათვალე! მოდაში ისევაა "კატისებრი თვალები". რაც შეეხება ჩანთებს, აქ ორი ვარიანტია: ან მინიატურული, სადაც სმარტფონიც კი ძლივს მოთავსდება, ან მასიური ზომის ჩანთა ყველაფრის ჩასალაგებლად.